![Expertise Image](/storage/app/media/Our%20Expertise/research-evaluation.png)
ჩვენი სურვილია, მოვიპოვოთ მონაცემები, რომლებიც დაეხმარება მთავრობებს, დონორებს, განვითარების აგენტებსა და კერძო სექტორს მართებული გადაწყვეტილებების მიღებაში. ჩვენ მიერ მოპოვებული მონაცემების საშუალებით პარტნიორებს შეუძლიათ იყვნენ ინფორმირებულნი, შეაფასონ შესაძლებლობები, გააუმჯობესონ ხედვები და განახორციელონ წარმატებული პროექტები. ჩვენი კვლევებით ვაძლიერებთ პროექტებსა და პროგრამებს ნებისმიერ ეტაპზე და ვთავაზობთ სერვისების ფართო სპექტრს:
მონიტორინგი, შეფასება და სწავლება (MEL): ჩვენი მონიტორინგისა და შეფასების მიდგომები წარმატებული პოლიტიკებისა და პროგრამების განხორციელების წინაპირობას ქმნის და უზრუნველყოფს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობების შექმნას.
ინოვაციური მონაცემები: მონაცემთა მოპოვებისა და დამუშავების ინოვაციური ტექნიკების გამოყენებით, ვაძლიერებთ ჩვენს კვლევით შესაძლებლობებსა და უზრუნველვყოფთ ინოვაციურ მონაცემთა ეკოსისტემაში პოზიციონირებას.
კვლევა და კვლევის მენეჯმენტი: ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებით კვლევების სტრატეგიულ დაგეგმვაში, მეთოდოლოგიურ მხარდაჭერასა და მონაცემთა შეგროვებაში ვეხმარებით ჩვენს პარტნიორებს, რათა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და მაქსიმალური პოზიტიური შედეგები საკუთარი აქტივობებიდან.
ეისითის (ACT-ის) ძირითადი გუნდი, რომელსაც კვლევაში მრავალწლიანი და მრავალმხრივი გამოცდილება აქვს, აძლიერებს კვლევის ინდუსტრიას როგორც ქვეყანაში, ისე საერთაშორისო დონეზე.