პროექტი ხორციელდება პროგრამის „QUIS – უკეთესი საქონელი და მომსახურება“ („კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაძლიერება ხარისხის ინფრასტრუქტურის მეშვეობით“) ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება GIZ-ისა და ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობის (CzDA) მიერ. დავალება ხელს უწყობს საქართველოში ლიფტების უსაფრთხოების მართვის სისტემის გაუმჯობესებას მარეგულირებელი ჩარჩოს ევროკავშირის ჰარმონიზებულ სტანდარტებთან დაახლოების, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გაძლიერების, პოლიტიკის ინიციატივების მხარდაჭერისა და ლიფტების უსაფრთხოების რისკებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით
ეისითი გლობალი პროექტს ახორციელებს სამ ეტაპად. პირველ ეტაპზე ეისითი გლობალმა გაანალიზა ლიფტების სფეროს ეროვნულ ხარისხის ინფრასტრუქტურა(QI) და მარეგულირებელ ჩარჩო და მოახდინა დაინტერესებული მხარეების აღწერა — მომხმარებლები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, ლიფტების მემონტაჟე და მომსახურე კომპანიები, ინსპექტირების ორგანოები, საჯარო უწყებები და შესაბამისი ასოციაციები. მეორე ეტაპზე ეისითი გლობალმა მომხმარებელთა გამოკითხვისა და დაინტერესებულ მხარეებთან ინტერვიუების მეშვეობით შეაფასა ცნობიერების დონე და აღწერა ლიფტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარვეზები. ეისითი გლობალი ამავე ფაზაში QUIS-ის კომუნიკაციის ექსპერტთან და GIZ-ის მიერ დაქირავებულ საკომუნიკაციო სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით ამზადებს ცნობიერების ამაღლების მასალების ტექსტურ შინაარსს. მესამე ეტაპზე ეისითი გლობალი მოამზადებს პოლიტიკის დოკუმენტს და დააორგანიზებს საჯარო-კერძო დიალოგის (PPD) ფორმატის დაინტერესებულ მხარეთა შეხვედრას მიგნებების ვალიდაციისა და უკუკავშირის შესაგროვებლად და წარადგენს რეკომენდაციებს სფეროს მომავალი განვითარების შესახებ.