
სისტემა ძალაა. მეთოდური, მდგრადი და თანმიმდევრული განვითარება გამართული და ეფექტიანი სისტემის გარეშე წარმოუდგენელია. ასეა თანამედროვე ბიზნეს გარემოშიც, გამართული ოპერაციული სისტემა და ოპტიმიზირებული ბიზნეს პროცესები არამარტო კომპანიის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს, არამედ ამარტივებს სამუშაო პროცესსა და ზრდის ეფექტურობას.
ორგანიზაციის საქმიანობის სფეროს მნიშვნელობა არ აქვს, წარმატებული ოპერირებისთვის აუცილებელია, სამუშაო პროცესების პერიოდული განახლება, ცვლილებებთან ადაპტირება და კომპანიის ინდივიდუალურ ბიზნესმოდელზე მორგება, რათა მინიმუმამდე დავიდეს ბიზნესის განგრძობადობის ყველა შემაფერხებელი ფაქტორი და არსებული თუ პოტენციური დანაკარგი.
აღნიშნული პროცესის სარგებლიანობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ოპტიმიზირებული ბიზნესპროცესები პირდაპირ კავშირში არიან თითოეული კომპანიის უმთავრეს მიზანთან - ეფექტიანობასა და მაქსიმალურ მოგებასთან. ოპტიმიზირებული ბიზნესპროცესები თანამშრომლებისთვის სამუშაო პროცესს ამარტივებს, ზრდის მათ ეფექტიანობას, რომლებიც უკეთეს ფინანსურ შედეგებს იწვევს.
ამ შედეგების მისაღწევად კი საჭიროა, საოპერაციო სისტემა ორიენტირებული იყოს შედეგებზე და კომპანიის ხედვას, ბიზნესსტრატეგიასა და მიზნებს შეესაბამებოდეს.
საოპერაციო სისტემები საჭიროებს განახლებას/ოპტიმიზირებას, თუ:
- მცირდება წარმოებული პროდუქტის ან მომსახურების ხარისხი - თუკი კომპანიაში მცირდება ხარისხი, ეს იმის ნათელი მაჩვენებელია, რომ თქვენს პროცესებს სჭირდება განახლება. ეფექტური პროცესები უზრუნველყოფენ საჭირო რესურსის მობილიზაციასა და ყველა შესაძლო რისკის გათვალისწინებას;
- იზრდება საოპერაციო ხარჯები - თუ კომპანიაში არასწორად არის გათვლილი რესურსები ან პროცესები ‘’არაღირებულებისმომტანი’’ დეტალებით დატვირთულია, რომლებიც დროში ახანგრძლივებენ მის შესრულებას, იზრდება საოპერაციო ხარჯებიც. ოპტიმიზირებული და გამარტივებული პროცესები უზრუნველყოფენ საოპერაციო ხარჯების შემცირებას;
- იზრდება საოპერაციო რისკები - ბიზნესისთვის საგანგაშო ნიშანია, როდესაც ხშირად ჰყავს უკმაყოფილო მომხმარებელი, უბრუნდება წუნდებული პროდუქცია ან შეფერხებული პროცესების გამო, დროულად ვერ ხერხდება პროდუქტის/სერვისის მიწოდება მომხმარებელთან;
- თანამშრომლების გადინება იზრდება - თანამშრომლების გადინების მაღალი მაჩვენებელი მიგვანიშნებს, რომ არაოპტიმიზირებული პროცესების გამო, თანამშრომლებს უწევთ დამატებითი სამუშაოს შესრულება, ორგანიზაციაში მათი როლი და პასუხისმგებლობები არ არის ნათელი ან პირიქით, არათანაბრად არიან დატვირთულები და კომპანია ვერ იყენებს მათ რესურსებს;
- კომპანია ემზადება ციფრული ტრანსფორმაციისთვის - ციფრულ ტრანსფორმაციასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას კომპანიაში, შეუძლია თქვენი ოპერაციული ძლიერი და სუსტი მხარეები გააძლიეროს. ოპტიმიზირებული პროცესების გარეშე, ციფრულმა ტრანსფორმაციამ შესაძლოა მოგიტანოთ გაზრდილი არაეფექტურობა, არასწორად დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფა და საბოლოო ჯამში, დიდი იმედგაცრუება.
კომპანიების მმართველ გუნდთან აქტიური მუშაობით, ჩვენი ჯგუფი დაგეხმარებათ, დააოპტიმიზიროთ პროცესები და გახდეთ პროცესებზე ფოკუსირებული ორგანიზაცია. პროცესების ტრანსფორმაციისთვის მთავარ მიდგომად ვიყენებთ ბიზნესპროცესების მართვას (BPM), რომელიც ემსახურება ბიზნესპროცესების მართვისა და ოპტიმიზაციის გზით, ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას.
ასევე, ოპტიმიზაციის პროცესში ვიყენებთ სხვა თანამედროვე მიდგომებს, როგორებიცაა Lean & Agile მეთოდოლოგიები, რადგან გვჯერა, რომ თანამედროვე რეალობაში, მხოლოდ ის ორგანიზაციები განვითარდებიან და შეინარჩუნებენ მდგრადობას, რომლებსაც მოქნილი და ეფექტიანი ოპერაციული სისტემა ექნებათ.