
ნინო კუპატაძე
უფროსი მენეჯმენტ კონსულტანტი, ბიზნეს პროცესების მენეჯმენტი
ნინო კუპატაძე გახლავთ უფროსი მენეჯმენტ კონსულტანტი/BPM კონსულტანტი, რომლის პროფესიული კარიერა 20 წელზე მეტს ითვლის, აქედან 13 წელი ნინო ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისა და ბიზნეს პროცესების მართვის სფეროში (BPM) მოღვაწეობს. ამ წლების მანძილზე იგი კონცენტრირებული იყო მენეჯმენტის ამ დისციპლინის პოპულარიზაციაზე და თანამშრომლობდა ფართო სპექტრის ინდუსტრიებთან, მათ შორის მოპოვება, წარმოება, მშენებლობა, ვაჭრობა, მომსახურება და სხვა. ნინო გამოირჩევა სტრუქტურული, დიდ სურათზე ორიენტირებული აზროვნებით. ის ეხმარება კომპანიებს საოპერაციო ეფექტურობის და სტრატეგიული მიზნების მიღწევაში. ნინო არის ESM თბილისის (ამჟამად თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა) ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებული. იგი ყველა პროექტში ორიენტირებულია შედეგზე და ითვალისწინებს ინდივიდუალური ინდუსტრიის და კომპანიის სპეციფიკასა და თავისებურებას.