
|
ACT ინსტიტუტი შეიქმნა მთავარი რწმენით: ცოდნა იქცევა ტრანსფორმაციის ძალად მაშინ, როდესაც ის პრაქტიკაში გამოიყენება და რეალურ ცვლილებებს იწვევს.
ჩვენ ვქმნით პრაქტიკულ და ტრანსფორმაციულ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც ინდივიდებსა და ორგანიზაციებს ეხმარება ზრდასა და გრძელვადიან განვითარებაში.
ჩვენი პროგრამები
ACT ინსტიტუტის პროგრამები მოიცავს არა მხოლოდ ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, არამედ ინდივიდებისა და ორგანიზაციებისთვის ტრანსფორმაციული ძალის მიცემას.
თითოეული პროგრამა შექმნილია იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომლებსაც თანამედროვე ორგანიზაციები აწყდებიან.
ჩვენი პროგრამები ეფუძნება საკონსულტაციო მიდგომებს, რეალურ ქეისებსა და სხვადასხვა ინდუსტრიაში დაგროვილ მრავალწლიან ექსპერტიზას.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ჩვენი მისია
ორგანიზაციებისა და ინდივიდების ზრდის მხარდაჭერა პრაქტიკული და ტრანსფორმაციული სწავლებით.
ჩვენი ხედვა
გავხდეთ საუკეთესო მხარდამჭერები იმ ორგანიზაციებისა და ინდივიდებისთვის, რომლებიც ცვლიან სამყაროს უკეთესობისკენ.
ჩვენი ფასეულობები
კომპეტენცია და ექსპერტიზა
|
ACT ინსტიტუტი ქმნის ხარისხიან საგანმანათლებლო გამოცდილებას ექსპერტების ჩართულობით. ჩვენ ვაძლიერებთ ორგანიზაციებსა და ინდივიდებს. ვეხმარებით მათ პროფესიული უნარების გაუმჯობესებაში, შედეგების მიღწევასა და პოტენციალის ზრდაში.
|
უწყვეტი განვითარება
|
ACT ინსტიტუტი აძლიერებს მომავლის ლიდერებს, რათა განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები და არ შეწყვიტონ პიროვნული და პროფესიული ზრდა.
|
ინოვაციურობა
|
ჩვენ გამოწვევებს კრეატიულად ვუდგებით და გვჯერა, რომ ყოველთვის არსებობს უკეთესი ალტერნატივა, თუ მას საკმარისი მონდომებით ვეძებთ. ამიტომ, ACT Institute ყოველთვის ახალი მეთოდების ძიებაშია, იმისათვის, რომ სწავლების პროცესი გახადოს უფრო საინტერესო, საჭიროებებზე მორგებული და ეფექტიანი.
|
პრაგმატულობა
|
ჩვენ ვართ რეალურ გადაწყვეტილებებზე ორიენტირებულები. გვიყვარს სიმარტივე და სიცხადე, რაც გვეხმარება რთული კონცეფციების მარტივად ახსნასა და ყოველდღიურ სამუშაო გარემოში გამოყენებად ინსაითებად გარდაქმნაში.
|
ჩვენი მიდგომა
ACT ინსტიტუტი ეყრდნობა პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას, გამოცდილ პროფესიონალებს ტრენერების როლში და ინოვაციურ მეთოდოლოგიას
-
საკონსულტაციო პრაქტიკით შთაგონებული სასწავლო მოდულები, რომლებიც რეალურ ბიზნეს გამოწვევებზეა მორგებული;
-
სფეროს პრაქტიკოსი ექსპერტები ტრენერების როლში, რომლებსაც აქვთ ცვლილებების პროცესის მართვის გამოცდილება;
-
სტრატეგიული და შედეგზე ორიენტირებული სწავლება – პრაქტიკაში გამოყენებადი ცოდნა.
რატომ ACT ინსტიტუტი?
- ACT-ის 22-წლიანი გამოცდილება კვლევასა და მენეჯმენტის კონსალტინგში
- ჩვენი უნიკალური მიდგომები აერთიანებს ბიზნეს ექსპერტიზას, თანამედროვე მენჯმენტის საუკეთესო პრაქტიკებსა და ტრანსფორმაციულ სწავლებას
- ჩვენი ტრენერები თავად არიან ცვლილებების კატალიზატორი ლიდერები და პრაქტიკოსი ექსპერტები
- ჩვენი პროგრამები შექმნილია ბიზნესისა და ორგანიზაციების გამოწვევების საპასუხოდ.