/>
Logo
Jane Smith

ლანა ჟამურაშვილი

ეკონომიკური კონსულტანტი

ლანა ჟამურაშვილი „ეისითის“ ეკონომიკური კონსულტანტია. მას აქვს ეკონომიკური ანალიზის ჩატარებისა და პოლიტიკის ცვლილების გავლენის შეფასების რამდენიმე წლიანი  გამოცდილება. ლანას აქვს მოწყვლადი ჯგუფების, ეთნიკური უმცირესობებისა და განათლების სექტორის წარმომადგენლებთან მუშაობის გამოცდილებაც. ამასთანავე, ლანა სამ წელზე მეტია მოწვეული ლექტორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET).

რაც შეეხება აკადემიურ განათლებას, ლანა ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ბაკალავრის ხარისხს ეკონომიკაში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მაგისტრის ხარისხს ეკონომიკაში.