/>
Logo
ACT-ის პორტფელის ლიდებმა 2024 წლის მსოფლიო ურბანულ ფორუმში #WUF12 მიიღეს მონაწილეობა

ACT-ის პორტფელის ლიდებმა 2024 წლის მსოფლიო ურბანულ ფორუმში #WUF12 მიიღეს მონაწილეობა

ACT-ის პორტფელის ლიდებმა 2024 წლის მსოფლიო ურბანულ ფორუმში #WUF12 მიიღეს მონაწილეობა, რომელიც 4-8 ნოემბერს კაიროში, ეგვიპტეში გაიმართა.

წლევანდელი ფორუმის თემა სლოგანით - „ყველაფერი იწყება სახლიდან“, ადგილობრივი ძალისხმევის მნიშვნელობას ეხებოდა მდგრადი ქალაქებისა და თემების მშენებლობაში და 25 000-ზე მეტ დელეგატს უმასპინძლა მსოფლიოს 182 ქვეყნიდან. დელეგატებს შორის იყვნენ ურბანული დაგეგმვის პროფესიონალები, პოლიტიკის შემქმნელები და სათემო ლიდერები.

ACT-ის გუნდის წევრები დაესწრნენ სესიებს, სადაც განიხილებოდა ურბანული მდგრადობის მიდგომები აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონების კონტექსტში და დელეგატებს თანამშრომლობის გზების განხილვის შესაძლებლობაც მიეცათ.

სესიების ფარგლებში განხილული იყო მწვანე კრიზისთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის კაიროს მაგალითი, სადაც ქალაქის მწვანე საფარის შემცირება მნიშვნელოვან გარემოსდაცვით და სოციალურ ზეგავლენას ახდენს გარემოზე და მნიშვნელოვანია სხვა ქალაქებისთვისაც, რომლებიც მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან.

სესიის „ადგილობრივი მონაცემების პოტენციალის გამოყენება მდგრადი და სიცოცხლისუნარიანი ქალაქების შექმნისთვის“ ფარგლებში OECD გუნდმა წარმოადგინა მონაცემებზე დაფუძნებული ახალი სტრატეგია და ადგილობრივი მონაცემების პორტალი, რომელიც კონსულტანტებსა და დაინტერესებულ მხარეებს 234,000 მუნიციპალიტეტის მონაცემებით უზრუნველყოფს მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც 100 ინდიკატორს ფარავს. აღნიშნული პლატფორმა დაინტერესებული მხარეებისათვის წარმოადგენს შესაძლებლობას ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიტიკის დოკუმენტებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული საკონსულტაციო სერვისების მიწოდებაში.

გარდა ამისა, სესია „ჩემი სამეზობლო“ წარმოადგენდა ურბანული დაგეგმარების ჰოლისტიკური მიდგომის ანალიზს, რომელიც გლობალურ პოლიტიკას ადგილობრივ დიზაინს უკავშირებს და აქცენტს აკეთებს კომპაქტური, დაკავშირებული, ინკლუზიური, სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი სამეზობლოების განვითარებაზე.

ამჟამად, ACT ახორციელებს საკონსულტაციო სადამკვირვებლო კომპონენტს GIZ-ის პროექტის ფარგლებში ბათუმისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში. კომპონენტის ფარგლებში თანამშრომლობაზე დაფუძნებული მიდგომებით, ACT გუნდი ნერგავს და ავითარებს მეთოდოლოგიას ურბანული ლაბორატორიების ფორმატის შესაფასებლად, თუ როგორ შეუძლია ამ ფორმატს გააძლიეროს მუნიციპალიტეტების შესაძლებლობები შექმნან და განახორციელონ მაღალი ხარისხის, მოქალაქეებზე ორიენტირებული და კლიმატ- მეგობრული ურბანული პროექტები.

მსოფლიო ურბანული ფორუმის სესიებმა კიდევ უფრო გააღრმავა ჩვენი გუნდის მზადყოფნა, განვახორციელოთ პრაქტიკული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიები და ხელი შევუწყოთ სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი ქალაქების განვითარებას აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონების მასშტაბით.

გაიგე მეტი

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობას ACT-ის უფროსი პარტნიორი, სოფო ჩაჩანიძე უხელმღვანელებს
წაიკითხე მეტი

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობას ACT-ის უფროსი პარტნიორი, სოფო ჩაჩანიძე უხელმღვანელებს

ACT Global - Become a Focal Point: Information Webinar
წაიკითხე მეტი

ACT Global - Become a Focal Point: Information Webinar

მსოფლიო ბანკი ბიზნესის მზაობის ანგარიშის (B-READY) მომზადებისას ეისითის მონაცემებს დაეყრდნობა 7 ქვეყნის შესაფასებლად
წაიკითხე მეტი

მსოფლიო ბანკი ბიზნესის მზაობის ანგარიშის (B-READY) მომზადებისას ეისითის მონაცემებს დაეყრდნობა 7 ქვეყნის შესაფასებლად