„ეისითი“ ახალი პლატფორმა ACT-STRATEGIST.GE-ის საშუალებით მცირე და საშუალო ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ონლაინ კონსულტაციებს სთავაზობს.
ანალიზისა და სტრატეგიული კონსულტაციის კომპანიამ „ეისითი“, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, ახალი სტრატეგიული საკონსულტაციო პლატფორმა ACT-STRATEGIST.GE შექმნა, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს სხვადასხვა მიმართულებით ონლაინ კონსულტირების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
COVID-19-ის პანდემიის გამო მსოფლიოსა და საქართველოში შექმნილი რეალობა მცირე და საშუალო ბიზნესს ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლადს ხდის. არსებულ კრიზისში, სწორედ ახალ გამოწვევებთან გამკლავებაში მათ მხარდაჭერას და გაძლიერებას ისახავს მიზნად ახალი პლატფორმა, სადაც „ეისითი“-ს, მისი შვილობილი და პარტნიორი კომპანიების გამოცდილი კონსულტანტები კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევენ საკუთარი პროფილის შესაბამისად.
- ბიზნესის განვითარების სტრატეგია;
- ზოგადი მენეჯმენტი;
- ლიდერობა და ორგანიზაციული განვითარება;
- კრიზისის მენეჯმენტი;
- იურიდიული კონსულტაცია;
- ბიზნეს- ქოუჩინგი (ინდივიდუალური & გუნდური);
- კრიზისული კომუნიკაცია;
- სტრატეგიული HR-ი და თანამშრომელთა მოტივაცია;
- სტრატეგიული მარკეტინგი და კომუნიკაციები;
- IT ინფრასტრუქტურის გამართვა;
- ოფისებისა და ქოლ-ცენტრების დისტანციური მართვა;
- კიბერუსაფრთხოება;
- სხვა ბიზნეს მიმართულებები.
ვებ-პლატფორმით კონსულტაციების მიღება მარტივადაა შესაძლებელი act-strategist.ge-ზე კონსულტანტის, საკონსულტაციო მიმართულების არჩევისა და შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ. პლატფორმა 2020 წლის 6 აპრილიდან ფუნქციონირებს და მისი საშუალებით კონსულტაცია სხვადასხვა მიმართულებით უკვე 10-მდე კომპანიის წარმომადგენლებმა მიიღეს.
გლობალური კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია „ეისითი“ 15 წელზე მეტია კვლევით და საკონსულტაციო ბაზარზეა წარმოდგენილი. მისი ოფისები აზერბაიჯანში 2010 წლიდან, ყაზახეთში კი – 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 20-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს როგორც ბიზნესის, ასევე განვითარების პროექტების მიმართულებით.