ახალი რეგიონი და სამი ახალი ქვეყანა ეისითის საერთაშორისო პროექტულ რუკაზე. კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია უკვე მსოფლიოს 31 ქვეყანაშია წარმოდგენილი.
აპრილიდან ეისითი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პროექტს იწყებს, რომელიც სამ ქვეყანას - კამბოჯას, ინდოეთსა და ფილიპინებს მოიცავს. ეს კი ნიშნავს, რომ ეისითი წარმატებულ პროექტებს უკვე მსოფლიოს 195 ქვეყნიდან 16%-ში ახორციელებს.
აღნიშნული კვლევის მიზანია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ზრდასრული მოსახლეობის ფინანსური წიგნიერებისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის დონის განსაზღვრა.
"2010 წლიდან სერვისების ინტერნაციონალიზაცია ეისითის ძირითადი პრიორიტეტია და აქტიურად ვმუშაობთ გეოგრაფიული გაფართოებისათვის - რეგიონის ქვეყნებში წარმომადგენლობის დაფუძნებისა და საერთაშორისო პარტნიორული ქსელების შექმნის გზით. პანდემიის პერიოდში დისტანციურ სერვისებზე მოთხოვნის გაზრდამ და ტექნოლოგიურმა განვითარებამ განსაკუთრებული შესაძლებლობები გააჩინა სერვისების ინტერნაციონალიზაციისათვის - ჩვენ მოგვეცა შესაძლებელობა გვემუშავა ახალ ქვეყნებში, თუმცა კონცენტრაცია ტერიტორიულად მომიჯნავე ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაზე გვაქვს.
2023 წელი სრულიად განსაკუთრებულია ეისითის საერთაშორისო განვითარებისათვის, რადგან პორტფელში გაჩნდა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები: ინდოეთი, კამბოჯა და ფილიპინები. ეს რეგიონი არა მხოლოდ ეისითისთვის, არამედ ზოგადად ქართული კვლევითი და საკონსულტაციო სექტორისათვის ახალ ბაზარს წარმოადგენს და ეისითის საერთაშორისო პორტფელის გაზრდის უნიკალური შესაძლებლობაა.
"საერთაშორისო განვითარების სააგენტოებს და დონორ ორგანიზაციებს ეისითი სთავაზობს მრავალქვეყნიანი პროექტების უნიციფირებული მენეჯმენტის სისტემასა და კომპეტენციების სრულ სპექტრს ქვეყნებში, სადაც ოპერირებს. ადგილობრივი კონტექსტის უნიკალური ცოდნა, წვდომა ექსპერტულ მომსახურებებზე და საერთაშორისო სტანდარტები - ჩვენ გვაქცევს სანდო და ეფექტურ პარტნიორად განვითარების აგენტებისათვის. ყოველი წარმატებით განხორციელებული პროექტი კი, გზას ხსნის მომავალი შესაძლებელობებისათვის", - აღნიშავს სოფო ჩაჩანიძე.
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობას ACT-ის უფროსი პარტნიორი, სოფო ჩაჩანიძე უხელმღვანელებს
ACT Global - Become a Focal Point: Information Webinar
ACT-ის პორტფელის ლიდებმა 2024 წლის მსოფლიო ურბანულ ფორუმში #WUF12 მიიღეს მონაწილეობა