/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN
Logo
ეისითი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის გამარჯვებულია

ეისითი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის გამარჯვებულია

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) -ს ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა ეისითიმ, პროექტით: „ტრანსკიპტების ავტომატიზაცია ხელოვნური ინტელექტის საშუალებით“ და მიიღო საგრანტო თანხა 25 000 ლარი.

ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში საგრანტო პროგრამის პირველი ეტაპის გამარჯვებულები არიან ასევე:

  • აიბისისიეს ტაქსი - ელექტრონული კომერციის პლატფორმის განვითარება, რომელიც ავტომატიზირებულს გახდის აპოსტილის დოკუმენტების მიწოდებისა და ნოტარიული მომსახურების მიღების დაგეგმარებას.
  • დენსი - სტომატოლოგიური ლაბორატორიის სამუშაო სივრცის გაციფრულება (ტექნიკოსებისა და მენეჯმენტის ციფრული სამუშაო სივრცის შექმნა)
  • ბლუბერი - აპლიკაციის შექმნა, რომელის უზრუნველყოფს კრეფის სწორ აღრიცხვას დღის ჭრილში კონკრეტულ მკრეფავზე, აგრეთვე, ავტომატური წონის დაფიქსირებას.
  • ჩირიფრუტი - მონაცემების გაციფრულება, მისი ეფექტიანი ანალიზისა და შესაბამისი რეაგირების საშუალებების მოძიება/დანერგვა

პროექტი ხორციელდება 2022 წლის 12 დეკემბერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმების საფუძველზე.

GITA-ს ინიციატივას მხარს უჭერს პროექტი „მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (DT4SME), რომელიც მიმდინარეობს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით და მას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

 

 

გაიგე მეტი

მტკიცებულებებზე დაფუძნებული კომუნიკაცია ჰაერის ხარისხისა და ჯანმრთელობისთვის
გაიგეთ მეტი

მტკიცებულებებზე დაფუძნებული კომუნიკაცია ჰაერის ხარისხისა და ჯანმრთელობისთვის

საკონსულტაციო შეხვედრები უზბეკეთში მწვანე და მდგრადი საჯარო შესყიდვების მიმართულებით
გაიგეთ მეტი

საკონსულტაციო შეხვედრები უზბეკეთში მწვანე და მდგრადი საჯარო შესყიდვების მიმართულებით

სამუშაო ადგილზე სწავლების პროგრამის ვალიდაციის სამუშაო შეხვედრა გორში
გაიგეთ მეტი

სამუშაო ადგილზე სწავლების პროგრამის ვალიდაციის სამუშაო შეხვედრა გორში