/>
Logo
HR Insights: ორგანიზაციული განვითარების ახალი ჰორიზონტები

HR Insights: ორგანიზაციული განვითარების ახალი ჰორიზონტები

27 ივნისს ეისითიმ უმასპინძლა ღონისძიებას „HR Insights: ორგანიზაციული განვითარების ახალი ჰორიზონტები“, სადაც წარმოვადგინეთ ეისითის გუნდის მიერ შექმნილი ინოვაციური კვლევითი პროდუქტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით.


ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართულ ბაზარზე წამყვანი HR და OD პროფესიონალები. ღონისძიების ფარგლებში მათ საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ეისითის გუნდის მიერ შექმნილ 4 ანალიტიკურ მოდელს, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ეისითის მრავალწლიან კვლევით-საკონსულტაციო პრაქტიკას ეფუძნება და ქართული ორგანიზაციებისთვის აქტუალურ გამოწვევებს ეხმიანება:


  • დამსაქმებლის ბრენდის კაპიტალი
  • EX დიაგნოსტიკა
  • თანამშრომელთა კეთილდღეობის მატრიცა
  • ციფრული უნარების და მაინდსეტის ბარომეტრი




 „საერთაშორისო კვლევითი ინდუსტრია საკმაოდ დინამიურია, მუდმივ ციფრულ და ინოვაციურ გადაწყვეტებს სთავაზობს მომხმარებელს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოშიც მოხდეს ამ ტენდენციისთვის ფეხის აწყობა. შესაბამისად, ტექნოლოგიური განვითარება და ციფრული პროდუქტები ჩვენი გუნდის ამჟამინდელ პრიორიტეტს წარმოადგენს. ეისითის გუნდმა შეიმუშავა ინოვაციური და ძალიან საინტერესო პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისთვის. ჩვენი ღრმა რწმენით, ამ პროდუქტებს შეუძლია ერთი მხრივ გააძლიეროს ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტები ინფორმაციითა და ინსაიტებით, მეორე მხრივ კი, წვლილი შეიტანოს ზოგადად კვლევითი ინდუსტრიის განვითარებაში.“ - ნინო ქერქაძე, ACT კვლევის პორტფოლიო ლიდი


ღონისძიება მიზნად ისახავდა დამსწრე პროფესიონალებს:

  • მიეღოთ ინფორმაცია HR ანალიტიკის უახლესი ტენდენციებისა და ტექნოლოგიების შესახებ
  • აღმოეჩინათ თუ როგორ შეუძლია მონაცემთა ბაზაზე დაფუძნებულ ინსაითებს გააუმჯობესოს HR პროცესები
  • გაცნობოდნენ კონკრეტულ ინსტრუმენტებს, რომელთა დახმარებითაც შეძლებენ მიიღონ გადაწყვეტილებები დამსაქმებლის ბრენდის გაძლიერების, ორგანიზაციაში თანამშრომელთა კეთილდღეობის გაზრდის, თანამშრომელთა გამოცდილების გაუმჯობესებისა და ციფრული ცნობიერების ამაღლების მიმართულებით
  • და ამასთან ერთად დაკავშირებოდნენ ინდუსტრიის ექსპერტებს და გაეფართოვებინათ პროფესიული ნეთვორქი

გაიგე მეტი

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობას ACT-ის უფროსი პარტნიორი, სოფო ჩაჩანიძე უხელმღვანელებს
წაიკითხე მეტი

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობას ACT-ის უფროსი პარტნიორი, სოფო ჩაჩანიძე უხელმღვანელებს

ACT Global - Become a Focal Point: Information Webinar
წაიკითხე მეტი

ACT Global - Become a Focal Point: Information Webinar

ACT-ის პორტფელის ლიდებმა 2024 წლის მსოფლიო ურბანულ ფორუმში #WUF12 მიიღეს მონაწილეობა
წაიკითხე მეტი

ACT-ის პორტფელის ლიდებმა 2024 წლის მსოფლიო ურბანულ ფორუმში #WUF12 მიიღეს მონაწილეობა