კვლევისა და მენეჯმენტ საკონსულტაციო კომპანია ეისითი ქართულ ბიზნეს კომპანიებს პოსტ-კრიზისულ პერიოდში შექმნილ გამოწვევებთან გამკლავებისთვის უნიკალურ პროდუქტს სთავაზობს. LEADERSHIP SCANNER® მენეჯმენტისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტია და ეფექტურობის გაზრდას ემსახურება.
თანამედროვე გამოწვევების პასუხად, მთელს მსოფლიოში კომპანიებმა მეტი ყურადღება დაუთმეს ორგანიზაციის შიგნით არსებულ კლიმატს და მათი მთავარი საყრდენი კაპიტალის - ადამიანების აღმოჩენას და განვითარებას.
პოსტ კრიზისულ პერიოდში კომპანიების წარმატების შეფასების მნიშვნელოვან კრიტერიუმად იქცა ის, თუ როგორ შეძლო მან კრიზისის დაძლევა და იყვნენ თუ არა ამ პროცესში კომპანიის თანამშრომლები ერთიანი და ჩართულნი. ყველა წარმატებული კომპანია დღეს უკვე თავის გამოცდილებას აზიარებს, კრიზისის ანალიზის პროცესში კი, კომპანიის შიგნით უხილავი პროცესების ხილული სურათის შექმნაზე ზრუნავს.
კვლევისა და მენეჯმენტ საკონსულტაციო კომპანია ეისითი წარმოგიდგენთ LEADERSHIP SCANNER®-ს, ადამიანური კაპიტალის სწორად მართვისა და ახალი ტალანტების აღმოჩენის უნიკალურ ინსტრუმენტს! სკანერით მიღებული შედეგები ზრდის მენეჯმენტის ეფექტურობას, რადგანაც ამარტივებს საჭირო და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას, ზუსტად განსაზღვრავს მყისიერი რეაგირებისთვის სამოქმედო წერტილებს ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით:
აღნიშნული პროდუქტის გამოყენებით ორგანიზაციას ეძლევა შესაძლებლობა გააუმჯობესოს კლიმატი კომპანიაში და აღმოაჩინოს ახალი შესაძლებლობები:
ხშირად კომპანიების სტრუქტურული მოწყობა არ ემთხვევა კომპანიის შიგნით არსებულ სოციალურ წყობას. არსებობენ ადამიანები, ვისაც მიუხედავად დაკავებული პოზიციისა, აქვს უფრო დიდი სოციალური კაპიტალი, ვიდრე სხვას, კომპანიაში შექმნილი სოციალური ქსელი შესაძლოა ახდენდეს დადებით ან უარყოფით გავლენას თანამშრომლების ერთიანობასა და სულისკვეთებაზე, შესაძლოა კომპანიის მენეჯმენტს ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება იმაზე, თუ ვინ არიან კომპანიაში აზრისა და კომპეტენციის ლიდერები, ხოლო რეალური სურათი იყოს ბუნდოვანი, გამოკვეთილი კონტურების გარეშე.
სწორედ ამიტომ ინსტრუმენტი განსაკუთრებით ეფექტურია კომპანიისთვის გარდამტეხ სიტუაციებში: ახალი ტოპ მენეჯმენტის მოსვლისას, ტრანსფორმაციის დროს, სწრაფი ცვლილების და მართვის ეფექტიანობის გაზრდისას, LEADERSHIP SCANNER®-ის გამოყენება მენეჯმენტს მისცემს ნათელ ხედვას თუ როგორია სინამდვილეში კომპანიის რეალური შიდა ანატომია, სოციალური იერარქია და ვინ არიან ამ იერარქიის საყრდენი წერტილები.
ორგანიზაცია ცოცხალი და დინამიური ორგანიზმია, ცვლილებები ორგანიზაციაში მუდმივი და გარდაუვალია, სწორედ ამიტომ ორგანიზაციის შიგნით პულსზე ხელის დადება ნიშნავს სწორად მართო ბიზნეს პროცესები კომპანიის გარეთ. კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია ეისითი ფლობს 20 წლიან გამოცდილებას და ბიზნეს გარემოს ცოდნას, გააჩნია მოწინავე ინდუსტრიების ტენდენციების ხედვა, ამიტომაც ზუსტად იცის თუ რა საჭიროება აქვს დღეს ბიზნესს და მის მმართველებს. აღნიშნულის გათვალისწინებით ეისითი ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე მოქმედ კომპანიებს მენეჯმენტის საკონსულტაციო უნიკალურ და ეფექტურ პროდუქტებს სთავაზობს. ლიდერშიფ სკანერი სწორედ ასეთი პროდუქტია, რომლის გამოყენებით მენეჯმენტს აქვს საშუალება იყოს მეტად ინფორმირებული, ჰქონდეს სწორი ხედვა, შეინარჩუნოს რეალურობის აღქმა, განსაზღვროს ფარული რისკები და შეაფასოს გუნდის პოტენციალი.
LEADERSHIP SCANNER®-ის შედეგები არ არის სტატიკური და რეგულარულ განახლებას მოითხოვს. ჩვენი გამოცდილებით LEADERSHIP SCANNER®-ის შედეგები ვალიდური და აქტუალური 12 თვის განმავლობაში რჩება, რის გამოც რეკომენდირებულია მისი წელიწადში ერთხელ ჩატარება. ჩვენი რწმენით ყველა კომპანია ინდივიდუალური და უნიკალურია, შესაბამისად, მათი პასუხი გამოწვევებზე შესაძლოა იყოს სხვადასხვა, თუმცა სიტუაციის ობიექტური შეფასება თითოეულისთვის მნიშვნელოვანი და მათი განსხვავებული სტრატეგიებისთვის აუცილებელი წინაპირობაა, ეისითი გთავაზობთ მიიღოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული შემოთავაზება და უნიკალური ინსტრუმენტის შესაძლებლობები თავად გამოსცადოთ.
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობას ACT-ის უფროსი პარტნიორი, სოფო ჩაჩანიძე უხელმღვანელებს
ACT Global - Become a Focal Point: Information Webinar
ACT-ის პორტფელის ლიდებმა 2024 წლის მსოფლიო ურბანულ ფორუმში #WUF12 მიიღეს მონაწილეობა