19 ნოემბერს Moma Tbilisi-ში იტალიური დიზაინის დღე აღინიშნა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა და მოდის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ეისითი გლობალის უფროსმა ეკონომისტმა ანა ბურდულმა საქართველოს ავეჯისა და ინტერიერის მოწყობის პროდუქტების B2B ბაზრის კვლევის პირველადი შედეგები წარადგინა. კვლევა იტალიის საგარეო ვაჭრობის სააგენტოს (ITA/ICE) დაკვეთით მომზადდა. პროექტის ფარგლებში ჩვენი გუნდი აფასებს ბაზრის ზომას, სტრუქტურასა და ზრდის პოტენციალს. ასევე ავლენს მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ პროექტებს და შეიმუშავებს ბაზარზე შესვლის პრაქტიკულ რეკომენდაციებს იტალიური კომპანიებისთვის.
იტალიური არქიტექტურისა და დიზაინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება წელს უკვე მეათედ იმართება. ყოველწლიური ინიციატივის ფარგლებში ეს თარიღი სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება.