დღევანდელ კონკურენტულ ბიზნესგარემოში, თანამშრომლების გამოცდილების შესწავლა და გაძლიერება გადამწყვეტია ორგანიზაციის წარმატებისთვის, ვინაიდან თანამშრომლის გამოცდილებაზე ზრუნვა, მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობაა დამსაქმებლისთვის.
ბევრი კომპანია ვერ ახერხებს თანამშრომლის გამოცდილების გაზომვას სამუშაო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე, რაც იწვევს რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას:
- ტალანტების შემოდინების შემცირება და გადინების ზრდა;
- თანამშრომელთა კმაყოფილებისა და ჩართულობის დაბალი მაჩვენებელი;
- კარიერული და პროფესიული განვითარების შეფერხება;
- თანამშრომელთა საჭიროებების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა;
- არაეფექტური გადაწყვეტილებები.
თანამშრომლების გამოცდილების დიაგნოსტიკა
პირველი ეტაპი თანამშრომელთა გამოცდილების შემხებლობის წერტილების (Touchpoints) დიაგნოსტიკაა.
დიაგნოსტიკის ეტაპზე სამაგიდო კვლევის (Desk Research), რაოდენობრივ კვლევასა და წერტილოვნად სიღრმისეულ ინტერვიუებს თვისებრივი ინსაითების მოსაპოვებლად. დიაგნოსტიკის ეტაპზე ვაანალიზებთ კომპანიის შიგნით არსებულ პროცესებს, სისტემებსა და ადამიანების დამოკიდებულებებს ამ საკითხების მიმართ.
დიაგნოსტიკა მოიცავს თანამშრომლის სრული სასიცოცხლო ციკლის 6 ეტაპს: შერჩევა, ადაპტაცია, ჩართულობა, განვითარება, წახალისების სისტემები და დამშვიდობება.
დიაგნოსტიკის საფუძველზე ისაზღვრება ორგანიზაციის მტკივნეული წერტილები და მზადდება ანგარიში, რომლის წარედგინება მენეჯმენტს.
თანამშრომლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე ზრუნვა
შემდეგი ეტაპი მოიცავს დიაგნოსტიკის ეტაპზე იდენტიფიცირებული მტკივნეული წერტილების (Pain Points) გაუმჯობესებაზე ზრუნვას, რომლებიც თავის მხრივ მოიცავენ პროცედურის დონეზე გაუმჯობესებას, კერძოდ,
- გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით სამოქმედო გეგმის შემუშავებას, მენეჯმენტთან წარდგენას და დამტკიცებას;
- ცალკეული შეხების წერტილისთვის პოლიტიკის დოკუმენტების მომზადებასა და მათ პრაქტიკაში ტესტირებას;
- ორგანიზაციის ჩართული მხარეების მხარდაჭერას (HR დეპარტამენტი, ადმინისტრაცია) შემდგომი კონსულტირების, ქოუჩინგის ან/და მენტორინგის გზით.

-