/>
Logo

მცირე და საშუალო საწარმოების გაციფრულების მხარდაჭერის პროგრამა

მცირე და საშუალო საწარმოების გაციფრულების მხარდაჭერის პროგრამა
სსიპ „აწარმოე საქართველოში“
Date: 19.02.2025 Finished

Areas of expertise

ციფრული ტრანსფორმაცია

Industies

Commerce Manufacturing Tourism and Hospitality

Country

საქართველო
Project team members
Saba Khergiani Anna Katashvili

2024 წელს ACT აქტიურად ჩაერთო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის, „მცირე და საშუალო საწარმოების გაციფრულების მხარდაჭერა“ განხორციელების პროცესში. პროექტი მიზნად ისახავს მსს-ების ცნობიერების ამაღლებას გაციფრულების სარგებლიანობის შესახებ, მათი თანამშრომლების ციფრული უნარების გაუმჯობესებას და ციფრული ინსტრუმენტების შეძენისა და დანერგვის წახალისებას, რაც ხელს შეუწყობს მათ ეფექტურობასა და კონკურენტუნარიანობის ზრდას.

ACT-სა და სააგენტოს თანამშრომლობის ინიციატივის საბოლოო მიზანი იყო, ერთი მხრივ, შერჩეულ სექტორებში მოქმედი მსს-ების ციფრული საჭიროებებისა და შესაბამისი ციფრული ინსტრუმენტების კვლევა და, მეორე მხრივ, მათი თანამშრომლებისთვის საჭირო ციფრული უნარების იდენტიფიცირება და და შესაბამისი სწავლებისთვის სილაბუსებისა და სასწავლო მასალების შექმნა. კერძოდ, ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:


  • ძირითადი ბიზნეს ფუნქციების მიხედვით ციფრული ინსტრუმენტების მიმოხილვა და მათი მომწოდებლების ბაზის შექმნა.
  • სექტორული ბიზნეს ფუნქციების დიაგნოსტიკა და ციფრული განვითარების თითოეული დონისთვის ოპტიმალური ციფრული ინსტრუმენტების განსაზღვრა.
  • სამსაფეხურიანი ტრენინგ პროგრამების განვითარება, რომელიც მორგებული იყო სხვადასხვა გამოცდილების მქონე მეწარმეების საჭიროებებზე.


ACT-ის როლი

ACT ხელმძღვანელობდა პროექტის ყველა ეტაპს, რათა უზრუნველეყო მისი ეფექტიანი განხორციელება და დასახული მიზნების მიღწევა. გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოები მოიცავდა:

1. მონაცემთა შეგროვება და ანალიზი:

  • ბაზრის, სექტორების და ციფრული ინსტრუმენტების კვლევა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო პრაქტიკების ანალიზით.
  • 300-ზე მეტი ციფრული ინსტრუმენტის და პლატფორმის მიმოხილვა და მათი გამოყენების პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება.

2. სექტორული ბიზნეს-ფუნქციების დიაგნოსტიკა:

  • ხუთი ძირითადი სექტორის შერჩევა სააგენტოსთან შეთანხმებით.
  • მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიის გამოყენებით თითოეული ბიზნეს ფუნქციის დეტალური დიაგნოსტიკა და ციფრული განვითარების დონეების განსაზღვრა.

3. სტრატეგიული გეგმების შემუშავება:

  • თითოეული სექტორისთვის გაციფრულების საფეხურების დონეების განსაზღვრა და თითოეულ დონეზე ციფრული გადაწყვეტების შემუშავება.
  • მონაცემების ანალიტიკური მიმოხილვა და წერტილოვანი RFI კვლევების ჩატარება ბიზნეს სექტორში (წინაპირობები, ბარიერები, გამოწვევები).

4. ტრენინგ პროგრამების განვითარება:

ACT-მა შეიმუშავა სამსაფეხურიანი ტრენინგ პროგრამა, რომელიც მორგებული იყო მეწარმეების ციფრული უნარების დონეზე:

  • დონე I: საბაზისო უნარების განვითარება დამწყები მეწარმეებისთვის.
  • დონე II: სპეციფიური ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვა იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც უკვე იყენებენ სტანდარტულ პროგრამებს.
  • დონე III: კომპლექსური ERP სისტემების დანერგვისთვის საჭირო ტრენინგები.

ტრენინგები მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს, KPIs-ის განსაზღვრას და ტრენერთა ტრენინგის (TOT) ორგანიზებას, რაც უზრუნველყოფდა პროგრამის მდგრადობას.

5. მიმწოდებლების ბაზის შექმნა: 

  • ადგილობრივი ციფრული ინსტრუმენტების მიმწოდებლების ბაზის იდენტიფიცირება;

ACT-ის მიდგომამ უზრუნველყო, რომ პროექტი მორგებული ყოფილიყო საქართველოს ეკონომიკური საჭიროებების რეალობაზე და მსს-ებისთვის გრძელვადიანი სარგებელი შეექმნა.


პროექტის შედეგები

პროექტმა შექმნა საქართველოს მსს-ების ციფრული ტრანსფორმაციის განვითარების მკაფიო მიმართულება. ძირითადი შედეგები მოიცავდა:

  • ციფრული ინსტრუმენტების გზამკვლევი: პროექტის ფარგლებში გაიწერა 300-ზე მეტი ციფრული ინსტრუმენტის დეტალური მიმოხილვა, რომელიც შეიცავდა მათი გამოყენების პრაქტიკულ რეკომენდაციებს და მორგებული იყო სხვადასხვა ბიზნეს ფუნქციის საჭიროებებზე.
  • სექტორული განვითარება: შერჩეული ხუთი სექტორისთვის შექმნილი ციფრული განვითარების სტრატეგიები ხელს უწყობს ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებას და მდგრადი ეკონომიკური ზრდის პროცესს.
  • ტრენინგების გავლენა: პროგრამის ფარგლებში ტრენერებმა გაიღრმავეს ცოდნა და უნარები, რათა ტრენინგ მოდულები ეფექტიანად გამოიყენონ მცირე და საშუალო ბიზნესის თანამშრომლებისთვის.
  • გრძელვადიანი შედეგები: პროექტმა შექმნა საფუძველი, რომ მსს-ებმა შეძლონ ციფრული ტრანსფორმაციის პროცესების დამოუკიდებლად მართვა და განვითარება.


პროექტი არა მხოლოდ ეხმარება საწარმოებს ციფრული განვითარებით მიღწევების დამყარებაში, არამედ ქმნის მძლავრ საფუძველს საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი მდგრადი განვითარებისათვის. ACT-ის ჰოლისტიკური მიდგომა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხრიდან პროექტის აქტიური მხარდაჭერა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, წარმოადგენს მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება სტრატეგიულმა თანამშრომლობამ რეალური და პოზიტიური გავლენა მოახდინოს ბიზნესის და ეკონომიკის ტრანსფორმაციაზე.