/>
Logo
Jane Smith

თინათინ რუხაძე

მმართველი პარტნიორი

თინათინ რუხაძე ACT Global-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. მისი ხელმძღვანელობით, ACT პატარა ქართული საკონსულტაციო ფირმიდან გლობალურ მოთამაშედ გადაიქცა, რომელიც დღეს 3 კონტინენტზე, 35 ქვეყანაში ოპერირებს. 

თინათინი დღემდე აქტიურად ხელმძღვანელობს კომპანიის სტრატეგიულ განვითარებას და მონაწილეობს მის უმნიშვნელოვანეს პროექტებში, როგორც ბიზნეს-სტრატეგიისა და ორგანიზაციული ტრანსფორმაციის მენეჯმენტ-კონსულტანტი. 

თინათინს აქვს თსუ-ს ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხი და გრენობლის ბიზნეს სკოლის MBA მენეჯმენტ კონსალტინგის სპეციალიზაციით. აკადემიური განათლება, საკუთარი ბიზნესის მართვის გამოცდილება, ადგილობრივ და საერთაშორისო საკონსულტაციო პროექტებში 22 წლის მანძილზე დაგროვილი ექსპერტიზა - თინათინის განსაკუთრებული აქტივია, რომელსაც იგი ეფექტიანად იყენებს ეისითის კლიენტების განვითარებისა და წარმატების მხარდასაჭერად.  

თინათინი, ასევე, აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში: მენტორობს ახალგაზრდა და ქალ მეწარმეებს, მონაწილეობს ანგელოზ-ინვესტორობის პროექტებში; საჯარო გამოსვლებით ხელს უწყობს ბიზნესსა და ლიდერობასთან დაკავშირებული ცოდნის გავრცელებას. 

2014 წელს მან თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა ქალთა ბიზნეს-ფედერაცია "Women for Tomorrow", სადაც 2014-2016 წლებში თავმჯდომარის პოზიცია ეკავა, ხოლო 2017-2023 წლებში მმართველი ბორდის წევრი იყო. ფედერაცია დღესაც წარმატებით აგრძელებს ქალი მეწარმეების მხარდაჭერასა და გაძლიერებას. 

მისი მიღწევები საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულია. 2018 წელს თინათინი Clicquot Business Woman Award-ის გამარჯვებული გახდა. ეს ჯილდო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადაეცემათ იმ ქალ ლიდერებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გლობალური ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებაში. 

ინსაიტები


ჩვენ, ქალები
ჩვენ, ქალები

თინათინ რუხაძე, ეისითი გლობალის მმართველი პარტნიორი ქალები დღეს მეტად დამოუკიდებლები, ...

ორგანიზაციული ტრავმა
ორგანიზაციული ტრავმა

ორგანიზაციას, ისევე როგორც ადამიანს, აქვს მეხსიერება: მნიშვნელოვანი პოზიტიური თუ ნეგატიური მოვლენები...

ლიდერობა პოლიტიკური კრიზისის დროს
ლიდერობა პოლიტიკური კრიზისის დროს

თითქმის 2 თვეა ჩვენს ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური კრიზისია. მთავრობა ე.წ. „რუსული კანონის“ ინიცირე...

მიკრომენეჯმენტიდან ეფექტურ ლიდერობამდე
მიკრომენეჯმენტიდან ეფექტურ ლიდერობამდე

„ჩვენს ორგანიზაციაში ჩაიდნის ყიდვაც კი დირექტორს უნდა შეუთანხმო“ - გვითხრა ერთ-ერთი უმსხვილესი ქართუ...

2024 წელი - ბიზნესი მდგრადობის, ტექნოლოგიებისა და ადამიანური პოტენციალის გზაჯვარედინზე
2024 წელი - ბიზნესი მდგრადობის, ტექნოლოგიებისა და ადამიანური პოტენციალის გზაჯვარედინზე

კალენდარზე 2024 წელია და ბიზნესი დიდი ტრანსფორმაციული ცვლილებების წინაშე დგას. ერთი მხრივ, გეოპოლიტი...

საკუთარ თავში ეჭვის შეტანიდან - წარმატებამდე: ქალთა გაძლიერება
საკუთარ თავში ეჭვის შეტანიდან - წარმატებამდე: ქალთა გაძლიერება

"ყველა ქალს კი ვეტყოდი: გჯეროდეთ საკუთარი თავის, იოცნებეთ და იფიქრეთ მასშტაბურად, იფრინეთ მაღლა...

ტრანსფორმაცია – ახალი ნორმა
ტრანსფორმაცია – ახალი ნორმა

შეუძლებელია, პრობლემა გადაიჭრას იმავე ფიქრის დონეზე, რომელმაც ის წარმოშვა. Problems cannot b...