კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია ACT გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) ქსელის წევრი გახდა. აღნიშნული ქსელი მსოფლიოს 160 ქვეყნიდან 13,500-ზე მეტ პასუხისმგებლიან კომპანიას აერთიანებს უკეთესი და სასურველი სამყაროს შესაქმნელად, მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელების წახალისებისა და მხარდაჭერის გზით.
![]() |
|
18 ივლისს, სასტუმრო ,,სტამბაში“ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ყოველწლიური საერთო კრება გაიმართა, სადაც ACT-ის განვითარების კონსალტინგის გუნდის წევრებმა, უფროსმა კონსულტანტმა ნათია რუხაძემ და ანალიტიკოსმა ქეთი ანთაძემ, მონაწილეობა მიიღეს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის (GCNG) მიერ ორგანიზებულ გენერალურ ასამბლეაში, სადაც წარადგინეს გასულ წელს ამ ქსელის დაკვეთით განხორციელებული კვლევის - "კერძო სექტორის როლი მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში" - შედეგების პრეზენტაცია. ღონისძიებაზე გაიმართა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით. ამჟამად საქართველოს ქსელი 110 წევრს აერთიანებს. |
,,ეისითის გუნდი, მხარს ვუჭერთ და ვაძლიერებთ კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებისათვის მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში და ამ თვალსაზრისით, ჩვენი ძალისხმევა და მისწრაფებები სრულად ეხიანება მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs). ვთვლით, რომ გლობალური შეთანხმების ქსელის წევრობა საუკეთსო პლატფორმაა პარტნიორული ქსელების შექმნის, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და მიღების და გლობალური გაფართოებისათვის; ვფიქრობთ, ქსელის წევრობა დაგვეხმარება მდგრადი მიდგომები საერთაშრისო სტანდარტების შესაბამისად დავნერგოთ ჩვენს გუნდში და გამოცდილება გავუზიაროთ ჩვენს პარტნიორებსა რეგიონის მასშტაბით. “ - აცხადებს ACT-ის განვითარების კონსალტინგის მიმართულების ლიდი სოფო ჩაჩანიძე.
|
|
![]() |
![]() |
|
„გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის წევრობა, ვფიქრობ, კიდევ უფრო გაზრდილი და გააზრებული პასუხისმგებლობაა, რაც სრულად შეესაბამება ჩვენი კომპანიის ხედვას და განვითარების ვექტორს. მჯერა, ქსელის წევრობა საშუალებას მოგვცემს ვიყოთ სრულად ინფორმირებული 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და მიღწეულ პროგრესზე, რაც, თავის მხრივ, საშუალებას მოგვცემს ღირებული წვლილი შევიტანოთ უკეთესი და სასურველი სამყაროს შექმნაში. ვფიქრობ, ასევე, რომ ადგილობრივი კომპანიების გლობალური განვითარების მიზნების (SDGs) შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული მიმდინარე ღონისძიებები, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიების მიერ საკუთარი როლის უკეთ გააზრებას აღნიშნული მიმართულებით, რაც კიდევ უფრო გაზრდის მათ მოტივაციას და სწრაფვას შექმნან ჯანსაღი, მდგრადი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი გარემო როგორც ლოკალურად, ასევე რეგიონის თუ ქვეყნის მასშტაბით“ - უფროსი კონსულტანტი, ნათია რუხაძე.
|
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობას ACT-ის უფროსი პარტნიორი, სოფო ჩაჩანიძე უხელმღვანელებს
ACT Global - Become a Focal Point: Information Webinar
ACT-ის პორტფელის ლიდებმა 2024 წლის მსოფლიო ურბანულ ფორუმში #WUF12 მიიღეს მონაწილეობა