/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN
Logo
ეისითი გლობალის როლი PSP დაზღვევის ორგანიზაციისა და ბრენდის ტრანსფორმაციის პროცესში 

ეისითი გლობალის როლი PSP დაზღვევის ორგანიზაციისა და ბრენდის ტრანსფორმაციის პროცესში 

სადაზღვევო კომპანიამ "პსპ დაზღვევა" 15-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ,  რებრენდინგის პროცესი გაიარა და განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა. კომპანია დღეს “ვაიზერის” სახელით პოზიციონირებს.  

ეისითი გლობალი, როგორც სტრატეგიული პარტნიორი აქტიურად იყო ჩართული PSP დაზღვევის ორგანიზაციისა და ბრენდის ტრასფორმაციის პროცესში. 

თანამშრომლობა 2023 წელს დაიწყო და ამ პერიოდის ფარგლებში, ეისითი გლობალმა განახორციელა: 

  • ბაზრისა და მომხმარებლების სიღრმისეული კვლევა;  

  • ბიზნესის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება;  

  • სტრატეგიული ბრენდინგი და ბრენდის ტრანსფორმაციის ხედვის ჩამოყალიბება;  

  • ორგანიზაციული სტრუქტურის კომპანიის სტრატეგიასთან შესაბამისობაში მოყვანა;  

  • ორგანიზაციული კულტურის ტრანსფორმაცია; 

  • მენეჯმენტის მხარდაჭერა ცვლილებებში. 

„ჩვენი კომპანიის ტრანსფორმაციაში ეისითი გლობალი უნდა გამოვყო, რომელიც დაგვეხმარა ხედვის სწორად ჩამოყალიბებაში. ამ პროცესში ჩვენ ვიყავით ყველა ერთსულოვნები და არ გვქონდა წვრილმანი სხვაობები იმაში, თუ რა უნდა შეგვექმნა. საფუძველი, სიმტკიცე და ერთიანობა - ეისითისთან ერთად ხედვის დონეზე ჩამოვაყალიბეთ.“ - აღნიშნა სოფიო ლებანიძემ, „ვაიზერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.  

2 წლის თავზე, კომპანიის მიერ განხორციელებული დიდი ტრანსფორმაციის პირველი შედეგები უკვე სახეზეა. კერძოდ: გუნდი შეკრულია ერთი ხედვისა და მისიის გარშემო; კომპანიამ გაზარდა ეფექტიანობა; განაახლა და გააძლიერა ინფრასტრუქტურა და გაიარა სრული რებრენდინგი.  

მადლობა „PSP დაზღვევას“ ნდობისთვის და გაბედული ცვლილებებისთვის და ასევე ამ პროცესში ჩართულ პარტნიორებს, კერძოდ კომპანია „Solutioner“ და სააგენტო Playmakers-ს. 

გაიგე მეტი

ეისითი გლობალი და Ipsos ბიზნესის კლიმატურ მზაობას შეაფასებენ საქართველოსა და უზბეკეთში
გაიგეთ მეტი

ეისითი გლობალი და Ipsos ბიზნესის კლიმატურ მზაობას შეაფასებენ საქართველოსა და უზბეკეთში

ეისითი გლობალი კლიმატის ადაპტაციის კვლევის ფარგლებში Ipsos და EBRD წარმომადგენლებს მასპინძლობს
გაიგეთ მეტი

ეისითი გლობალი კლიმატის ადაპტაციის კვლევის ფარგლებში Ipsos და EBRD წარმომადგენლებს მასპინძლობს

ზრდა, განვითარება და გლობალური ხედვა: ACT Global ბრენდის ახალ იდენტობას წარადგენს
გაიგეთ მეტი

ზრდა, განვითარება და გლობალური ხედვა: ACT Global ბრენდის ახალ იდენტობას წარადგენს