/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN
Logo
მტკიცებულებებზე დაფუძნებული კომუნიკაცია ჰაერის ხარისხისა და ჯანმრთელობისთვის

მტკიცებულებებზე დაფუძნებული კომუნიკაცია ჰაერის ხარისხისა და ჯანმრთელობისთვის

2026 წლის 4 ივლისს თბილისში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ორგანიზებით ჩატარდა ერთდღიანი სამუშაო შეხვედრა ჯანდაცვის მუშაკებისთვის თემაზე „ჰაერის დაბინძურება და რისკების კომუნიკაცია“. ღონისძიება ოთხწლიანი პროექტის ნაწილია, რომელიც საქართველოში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება.

შეხვედრაში ACT Global-ის წარმომადგენლებმა - ნათია რუხაძემ და ქეთევან ანთაძემ მიიღეს მონაწილეობა. ქეთევან ანთაძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ჯანმოს მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის ძირითადი მიგნებები ჰაერის ხარისხთან დაკავშირებული ქცევითი და კულტურული შეხედულებების შესახებ.

კვლევამ აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურებაზე მოსახლეობის ინფორმირება კვლავ შეზღუდულია, თუმცა საზოგადოებრივი ინტერესიც და საჭიროებაც მაღალია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია ბავშვებზე, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე, გარე სივრცეში მომუშავე პირებსა და პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალებზე.

ბოლო ხანებში შექმნილი მდგომარეობა აჩვენებს, რომ ჰაერის ხარისხი აღარ არის მხოლოდ გარემოსდაცვითი საკითხი - ეს არის ჯანმრთელობის, ყოველდღიური უსაფრთხოებისა და ცხოვრების უკეთესი ხარისხის შემადგენელი ნაწილი. ჯანმოს შეფასებით, მსოფლიო მოსახლეობის 99%-ის დასახლებებში ჰაერი დაბინძურებულია. წვრილმარცვლოვანი ნაწილაკები (PM2.5, PM10), აზოტისა და გოგირდის ოქსიდები და სხვა ტოქსიკური ნაერთები კავშირშია გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, ონკოლოგიური და ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარებასთან. საქართველოს დიდ ურბანულ დასახლებებსა და ინდუსტრიულ ზონებში ჰაერის ხარისხთან დაკავშირებული გამოწვევები განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან დაბინძურების დონე მაღალია და ის ძირითადად მოძველებულ ავტოპარკს, საწვავის დაბალ ხარისხს, სუსტად რეგულირებულ სამრეწველო ემისიებს, სამშენებლო ინდუსტრიასა და გამწვანებული ტერიტორიების ნაკლებობას უკავშირდება.

ჩვენ გვჯერა, რომ კვლევაზე დაფუძნებული ცოდნა და სწორად დაგეგმილი კომუნიკაცია დაეხმარება როგორც ჯანდაცვის მუშაკებს, ისე მოსახლეობას, უკეთ შეაფასონ რისკები და მიიღონ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი და სხვების ჯანმრთელობის დასაცავად.

გაიგე მეტი

საკონსულტაციო შეხვედრები უზბეკეთში მწვანე და მდგრადი საჯარო შესყიდვების მიმართულებით
გაიგეთ მეტი

საკონსულტაციო შეხვედრები უზბეკეთში მწვანე და მდგრადი საჯარო შესყიდვების მიმართულებით

სამუშაო ადგილზე სწავლების პროგრამის ვალიდაციის სამუშაო შეხვედრა გორში
გაიგეთ მეტი

სამუშაო ადგილზე სწავლების პროგრამის ვალიდაციის სამუშაო შეხვედრა გორში

ეისითი გლობალი პარასპორტის ევროპულ ეკოსისტემას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიზით აძლირებს
გაიგეთ მეტი

ეისითი გლობალი პარასპორტის ევროპულ ეკოსისტემას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიზით აძლირებს