/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN
Logo
ACT Global და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოდან ევროკავშირის ბაზრებზე საქონლის ექსპორტის სატრანსპორტო სისტემის შესახებ ახალ კვლევას იწყებენ

ACT Global და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოდან ევროკავშირის ბაზრებზე საქონლის ექსპორტის სატრანსპორტო სისტემის შესახებ ახალ კვლევას იწყებენ

ევროკავშირის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში ახორციელებს პროექტს “წვდომა საექსპორტო ბაზრებზე” (IA2M), რომლის მიზანია საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) მხარდაჭერა ევროკავშირისა და სხვა ევროპულ ბაზრებზე წვდომის გაძლიერებაში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ACT Global იწყებს ახალ კვლევას, რომელიც მიმართულია ლოგისტიკური კავშირის გაძლიერებასა და SME-ებისთვის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესაძლებლობების სრულად გამოყენების ხელშეწყობაზე.

მიუხედავად DCFTA-ის მიერ შექმნილი შესაძლებლობებისა, საქართველოს SME-ები კვლავ აწყდებიან მაღალი სატვირთო ხარჯების, მცირე ტვირთების მოცულობის, სუსტი ინფრასტრუქტურისა და შეზღუდული ლოგისტიკური მომსახურებების პრობლემას, რაც ამცირებს მათ კონკურენტუნარიანობას. 2023 წელს, მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსით, საქართველო 79-ე ადგილზე აღმოჩნდა, განსაკუთრებით დაბალი ქულებით ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკური კომპეტენციის მიმართულებით.

კვლევა დაეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს, რომელიც საქართველოს რეალობასთან იქნება მორგებული. კვლევა მოიცავს როგორც სავაჭრო და სატრანსპორტო მონაცემთა რაოდენობრივ ანალიზს, ასევე SME-ებთანს, ლოგისტიკურ კომპანიებთან, ბიზნეს ასოციაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან ჩატარებული ინტერვიუებიდან მიღებულ თვისებრივ მიგნებებს. შედეგად, მომზადდება პრაქტიკული, მტკიცებულებაზე დაფუძნებული რეკომენდაციები, რომლებიც შეამცირებენ ლოგისტიკურ ხარჯებს, გააუმჯობესებენ კონკურენტუნარიანობას და საქართველოს SME-ებს მისცემენ შესაძლებლობას, გააფართოონ ექსპორტი ევროპის ბაზრებზე.

გაიგე მეტი

ეისითი გლობალი და Ipsos ბიზნესის კლიმატურ მზაობას შეაფასებენ საქართველოსა და უზბეკეთში
გაიგეთ მეტი

ეისითი გლობალი და Ipsos ბიზნესის კლიმატურ მზაობას შეაფასებენ საქართველოსა და უზბეკეთში

ეისითი გლობალი კლიმატის ადაპტაციის კვლევის ფარგლებში Ipsos და EBRD წარმომადგენლებს მასპინძლობს
გაიგეთ მეტი

ეისითი გლობალი კლიმატის ადაპტაციის კვლევის ფარგლებში Ipsos და EBRD წარმომადგენლებს მასპინძლობს

ზრდა, განვითარება და გლობალური ხედვა: ACT Global ბრენდის ახალ იდენტობას წარადგენს
გაიგეთ მეტი

ზრდა, განვითარება და გლობალური ხედვა: ACT Global ბრენდის ახალ იდენტობას წარადგენს