/>
Logo
ACT-ის გენერალური დირექტორი Veuve Cliquot Business Woman Award-ის ფინალისტია

ACT-ის გენერალური დირექტორი Veuve Cliquot Business Woman Award-ის ფინალისტია

კომპანია ,,ეისითის“ გენერალური დირექტორი, თინათინ რუხაძე Veuve Clicquot-ს საქმიან ქალთა პრესტიჟული კონკურსის ფინალისტია. Veuve Clicquot Business Woman Award-ს უწოდებენ „ოსკარს“ საქმიანი ქალებისა და ბიზნეს ლიდერებისთვის. ისტორიაში ის პირველი საერთაშორისო კონკურსია საქმიანი ქალებისთვის და ყოველწლიურად მსოფლიოს 32 ქვეყანაში ტარდება. 1972 წლიდან დღემდე, მასზე აჯილდოვებენ ქალებს, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს გლობალური ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებაში. Veuve Clicquot Business Woman Award ასრულებს გარკვეული ეტალონის როლს და, ასევე, არის დიდი სტიმული და შთაგონების წყარო ახალი თაობის ბიზნეს ლიდერებისთვის. დიდი შერჩევის პროცესის შემდეგ, თინათინ რუხაძე გავიდა 4 ფინალისტს შორის. საბოლოო გამარჯვებული კი 20 დეკემბერს გამოვლინდება. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს კონკურსში გაიმარჯვა ქალბატონმა ირმა დაუშვილმა, ხოლო მისი დაჯილდოების ცერემონიალი საქართველოში გაიმართა. საქმიანი და ძლიერი ქალებისთვის კონკურსს დამატებით მნიშვნელოვნებას სძენს ისტორიული ფაქტი – მადამ კლიკო, რომლის სახელსაც ატარებს კონკურსი, დაქვრივდა 27 წლის ასაკში და მას შემდეგ სათავეში ჩაუდგა მეუღლის დანატოვარ საქმეს – შამპანიურის ბიზნესს, რომელიც გადაურჩა ნაპოლეონის ომებს, ევროპაში მძვინვარე რევოლუციებს და არათანასწორი კონკურენციის პირობებში შექმნა ძლიერი ბრენდი და დაამკვიდრა ძლიერი ქალის სტერეოტიპი.

გაიგე მეტი

ფასილიტაცია მენეჯერებისთვის 23 აპრილს იწყება – დარეგისტრირდით
გაიგეთ მეტი

ფასილიტაცია მენეჯერებისთვის 23 აპრილს იწყება – დარეგისტრირდით

ქართული კვლევითი კომპანიიდან ბიზნეს-სერვისების გლობალურ ჰაბამდე
გაიგეთ მეტი

ქართული კვლევითი კომპანიიდან ბიზნეს-სერვისების გლობალურ ჰაბამდე

ცვლილებების მნიშვნელობა ორგანიზაციებში - თინათინ რუხაძე საქართველოს ბანკის ახალ ბიზნესკურსს  გაუძღვება
გაიგეთ მეტი

ცვლილებების მნიშვნელობა ორგანიზაციებში - თინათინ რუხაძე საქართველოს ბანკის ახალ ბიზნესკურსს გაუძღვება