/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN
Logo
ეისითი გლობალი კლიმატის ადაპტაციის კვლევის ფარგლებში Ipsos და EBRD წარმომადგენლებს მასპინძლობს

ეისითი გლობალი კლიმატის ადაპტაციის კვლევის ფარგლებში Ipsos და EBRD წარმომადგენლებს მასპინძლობს

ეისითი გლობალი ბიზნესის კლიმატური ადაპტაციის პროექტის ფარგლებში, 25–27 მარტს EBRD-ისა და Ipsos-ის წარმომადგენლებს მასპინძლობს, სადაც ისინი ერთობლივად ჩაატარებენ ტრენინგს ტრენერებისთვის (ToT).

ინიციატივა წარმოადგენს EBRD-ის კლიმატის ადაპტაციისა კვლევის ნაწილს საქართველოსა და უზბეკეთში. პროექტის მიზანია ბიზნესების მიერ კლიმატურ რისკებსა და შესაძლებლობებზე რეაგირების შეფასება, მათ შორის ადაპტაციის სტრატეგიები და საინვესტიციო საჭიროებები. კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს EBRD-ის კლიმატურ სტრატეგიას და პოლიტიკურ დიალოგს. 

პროექტს ხელმძღვანელობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ACT Global-ისM-Vector-ისა და Ipsos-ის თანამშრომლობით. ACT GlobalM-Vector და Ipsos პასუხისმგებელნი არიან მონაცემთა შეგროვების პროცესის განხორციელებაზე საქართველოსა და უზბეკეთში. 

ტრენინგის მიზანია პროექტში ჩართული გუნდების გაძლიერება და მათი მომზადება კვლევის ეფექტურად განხორციელებისთვის. 








ToT-ის ძირითადი მიზნებია: 

  • კვლევის მეთოდოლოგიისა და კითხვარის სრულყოფილი გაგება 

  • მონაცემთა მაღალი ხარისხით და ერთგვაროვნად შეგროვების უზრუნველყოფა 

  • კლიმატთან დაკავშირებული ბიზნეს რისკებისა და პრაქტიკების იდენტიფიცირების უნარების გაძლიერება 

  • პროექტის მიზნებზე, ვადებსა და სტანდარტებზე შეთანხმება 

ტრენინგი გააერთიანებს პროექტში ჩართულ ძირითად მონაწილეებს და უზრუნველყოფს კვლევის წარმატებულ დაწყებას. 

ეისითი გლობალი მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აძლიერებს ბიზნესების მდგრადობას კლიმატის ცვლილების მიმართ.

გაიგე მეტი

მტკიცებულებებზე დაფუძნებული კომუნიკაცია ჰაერის ხარისხისა და ჯანმრთელობისთვის
გაიგეთ მეტი

მტკიცებულებებზე დაფუძნებული კომუნიკაცია ჰაერის ხარისხისა და ჯანმრთელობისთვის

საკონსულტაციო შეხვედრები უზბეკეთში მწვანე და მდგრადი საჯარო შესყიდვების მიმართულებით
გაიგეთ მეტი

საკონსულტაციო შეხვედრები უზბეკეთში მწვანე და მდგრადი საჯარო შესყიდვების მიმართულებით

სამუშაო ადგილზე სწავლების პროგრამის ვალიდაციის სამუშაო შეხვედრა გორში
გაიგეთ მეტი

სამუშაო ადგილზე სწავლების პროგრამის ვალიდაციის სამუშაო შეხვედრა გორში