ეისითი "საქართველოს პრო ბონო ქსელის" წევრია, რომელიც წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.
კომპანიის თანამშრომლები სხვადასხვა კომპეტენციის ფარგლებში პრო ბონო ქსელის ბენეფიციარ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს უწევენ მხარდაჭერას.
11 მაისს, ეისითის ადამიანებისა და ორგანიზაციის გუნდის ლიდმა თეა შამათავამ სამუშაოს მოძიების უნარებთან დაკავშირებით პრო ბონო ვორქშოფი ჩაატარა. მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია წარმატებული გასაუბრების ტექნიკების შესახებ. ასევე, შეხვედრის დროს გაიარეს გასაუბრების სიმულაცია, რაც დაეხმარებათ მათ მომავალში გასაუბრების ეტაპის წარმატებით გავლაში.
|
|
![]() |
|
|
|
მაისის თვეში ეისითის სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერმა ნინო კალანდიამ პრო ბონო კონსულტაცია გაწია ანალიტიკური ცენტრისთვის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG). WEG არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც 2006 წლიდან მუშაობს ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებზე საქართველოში. WEG-ის მიზანია ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური მდგრადობის და დემოკრატიული განვითარების გაძლიერება საქართველოში ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობის გზით.
|
|
![]() |
|
|
|
ანალიტიკურმა ცენტრმა ახალი კვლევა „რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მოკლევადიან პერსპექტივაში“ გამოაქვეყნა. პრო ბონო კონსულტაციის ფარგლებში სწორედ აღნიშნული კვლევის ანგარიშის საკომუნიკაციო კამპანია დაიგეგმა. ნინო კალანდიამ კვლევის ავტორებთან კვლევის ეფექტურად წარდგენისთვის საკონსულტაციო შეხვედრები გამართა და კვლევის საკომუნიკაციო კამპანიის დოკუმენტი შექმნა. |
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობას ACT-ის უფროსი პარტნიორი, სოფო ჩაჩანიძე უხელმღვანელებს
ACT Global - Become a Focal Point: Information Webinar
ACT-ის პორტფელის ლიდებმა 2024 წლის მსოფლიო ურბანულ ფორუმში #WUF12 მიიღეს მონაწილეობა