/>
Logo
გაიცანით, „ACT კვლევის“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი ნინო კემულარია

გაიცანით, „ACT კვლევის“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი ნინო კემულარია

ეისითი 21 წლის წლის წინ დაფუძნდა, როგორც მარკეტინგული კვლევის კომპანია. დღეს კი ის, კვლევით და საკონსულტაციო მომსახურებას 35 ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.


საკონსულტაციო მიმართულების აქტიური განვითარება ეისითიმ 2019 წლიდან დაიწყო. მენეჯმენტისა და განვითარების საკონსულტაციო სერვისების მიმართულებით კომპანიის გაძლიერება მისი გრძელვადიანი განვითარების ხედვის ნაწილს წარმოადგენდა. ამ სტრატეგიამ კომპანიას ახალი პერსპექტივები გაუხსნა და მნიშვნელოვანი ზრდა მოუტანა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ბაზარზე.


დღეს, 5 წლის შემდეგ, უკვე ნათელი გახდა, რომ კვლევასა და საკონსუტლაციო მიმართულებებს განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია. სწორედ ამიტომ, ეისითის პარტნიორებმა და მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება საოპერაციო დონეზე კომპანია ორად გაეყო: ACT (როგორც მენეჯმენტისა და განვითარების საკონსულტაციო კომპანია) და ACT კვლევა (მარკეტინგული და სოციალური კვლევების კომპანია). ორივე კომპანია იზიარებს ACT-ის ისტორიულ მემკვიდრეობას, ფასეულობებსა და კლიენტთან თანამშრომლობის პრინციპებს, თუმცა ისეთ საკითხებში როგორებიცაა: კომპეტენციები, ახალი პროდუქტები, ტექნოლოგიები, გეოგრაფიული განვითარება თუ სხვა - თითოეული კომპანია საკუთარი პრიორიტეტებით იხელმძღვანელებს.


აღნიშნული ცვლილების შედეგად, ACT-ის და ACT ჯგუფის (რომელშიც შედის ACT, ACT კვლევა, ACT Kazakhstan, ACT Azerbaijan, Develor Georgia, Erickson Georgia, Diflex) მართვას მისი დამფუძნებელი თინათინ რუხაძე აგრძელებს, ხოლო „ACT კვლევას“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს - ნინო კემულარია .


ნინო კემულარია ACT-ის გუნდს 2019 წელს შემოუერთდა, სადაც კარიერული თავგადასავალი ACT ჯგუფის ფინანსური მენეჯერის როლით დაიწყო. შემდეგ, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე გადაინაცვლა და მენეჯერულ ფუნქციებთან ერთად, მნიშვნელოვან სტრატეგიულ გადაწყვეტილებებშიც ჩაერთო.


2023 წლიდან, ნინო ACT-ის საოპერაციო დირექტორი გახდა და კომპანიის გაციფრულებასა და პროცესების ავტომატიზაციაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.


ACT-მდე ნინომ საინტერესო კარიერული გზა განვლო. მისი პირველი სამსახურებრივი ნაბიჯები ეროვნულ ბანკს უკავშირდება, სადაც კავკასიის უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტებისთვის განკუთვნილი სტაჟირებით აღმოჩნდა. შემდეგ, 2014 წელს, თიბისის გუნდს შეუერთდა და კარიერა კაპიტალის ბაზრებისა და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტში განაგრძო, სადაც მისი ჩართულობით ბანკმა 500 მილიონი დოლარის რესურსი მოიზიდა ისეთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან როგორიცაა: ADB, EBRD, FMO და IFC.


პროფესიით ფინანსისტია. კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის შემდეგ, საფრანგეთში, გრენობლის მენეჯმენტის სკოლაში მოიპოვა MBA ხარისხი. „ACT კვლევის“ ხელმძღვანელობის პარალელურად, ნინო კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია და ბიზნესის სკოლის სტუდენტებს უზიარებს გამოცდილებას.


ნინო კემულარია „ACT კვლევის“ განვითარებას თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით გეგმავს. მონაცემთა შეგროვების ტრადიციული  მეთოდების ნაცვლად, „ACT კვლევის“ მომავალს გაციფრულებასა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ხედავს.


„ჩვენი მიზანია კომპლექსური ამოცანების გამარტივებით მივცეთ კომპანიებს ცვლილებების ძალა“


იმ პირობებში, როდესაც მონაცემთა შეგროვება პრობლემას აღარ წარმოადგენს, ღირებულია სწორედ ის სერვისები, რომელთა დახმარებითაც ACT კვლევა მონაცემების შეგროვების სისწრაფესა და მონაცემებზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღებას  უზრუნველყოფს. 


ამ პროცესის მთავარი უპირატესობა რუტინული საქმეების ავტომატიზაცია, დამკვეთისთვის გაზომვადი შედეგების ბევრად ნაკლებ დროში მიწოდება და საბოლოოდ, პრაქტიკულ რესურსად ქცევაა. „ACT კვლევის“ აღმასრულებელ დირექტორს ამ პროცესში ბიზნესისა და მენეჯმენტ-კონსალტინგში დაგროვილი გამოცდილება ეხმარება, ესმის, როგორ აზროვნებს და მეტყველებს ბიზნესი და როგორ გარდაქმნას მონაცემი, რათა ბიზნესისთვის კარგად აღქმადი და გამოყენებად რესურსად აქციოს.


ნინო კემულარიას თქმით, 2024-25 წელს კომპანიის მთავარი მიზანი გაციფრულებაა, იმისთვის „ACT კვლევა“ ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე ციფრული კვლევითი კომპანია იყოს.

გაიგე მეტი

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობას ACT-ის უფროსი პარტნიორი, სოფო ჩაჩანიძე უხელმღვანელებს
წაიკითხე მეტი

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობას ACT-ის უფროსი პარტნიორი, სოფო ჩაჩანიძე უხელმღვანელებს

ACT Global - Become a Focal Point: Information Webinar
წაიკითხე მეტი

ACT Global - Become a Focal Point: Information Webinar

ACT-ის პორტფელის ლიდებმა 2024 წლის მსოფლიო ურბანულ ფორუმში #WUF12 მიიღეს მონაწილეობა
წაიკითხე მეტი

ACT-ის პორტფელის ლიდებმა 2024 წლის მსოფლიო ურბანულ ფორუმში #WUF12 მიიღეს მონაწილეობა