2 ნოემბერს კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია ეისითიმ „შრომის უფლებებისა და პირობების შესახებ შრომის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებისთვის“ რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) დოკუმენტი გამოაქვეყნა.
პროექტის ფარგლებში შეფასდა ეკონომიკური და სოციალური გავლენის სხვადასხვა ასპექტი.
RIA-ს ფარგლებში განხილულია ორი პოლიტიკის ალტერნატივა:
ალტერნატივა 1. „არაფრის კეთება“, ე.წ. საბაზისო სცენარი - 2020 წლის შრომის კანონმდებლობის ცვლილებებამდე არსებული მდგომარეობის შენარჩუნება.
ალტერნატივა 2. 2020 წლის 29 სექტემბერს მიღებული შრომის ახალი კანონმდებლობის და შესაბამისი თანმდევი ნორმატიული აქტების განხორციელება პრაქტიკაში.
წარმოდგენილ RIA-ში მოხდა მოცემული ორი ალტერნატივის ერთმანეთთან შედარება მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის (MCA) საშუალებით. ალტერნატივები შედარდა როგორც მონეტიზებული, ასევე არამონეტიზებული გავლენების მიხედვით. ჩატარებული ანალიზის მიხედვით, უპირატეს ალტერნატივას წარმოადგენს პოლიტიკის ალტერნატივა 2 – ცვლილებების შემდგომი კანონმდებლობის განხორციელება პრაქტიკაში, რომელიც უკეთ უზრუნველყოფს პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების მიღწევას და შეესაბამება ქვეყნის მდგრადი განვითარების დღის წესრიგს.
RIA-ს დოკუმენტი მოიცავს შრომის კოდექსში განხორციელებული რიგი ცვლილებების შეფასებას, რომლებიც 2020 წლის 29 სექტემბერს ამოქმედდა.
საკონსულტაციო პროექტიის ფარგლებშიც შეფასება რამდენიმე ეტაპად განხორციელდა: სამაგიდო კვლევის და საუკეთესო პრაქტიკის ანალიზის შემდეგ ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუები დაინტერესებულ მხარეებთან და დამსაქმებლების და დასაქმებულების რაოდენობრივი კვლევები, ხოლო შემდეგ ეტაპზე გაიმართა პირველადი შედეგების გაცნობა კვლევაში ჩართულ ძირითად ინფორმანტებთან და მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე საბოლოო დოკუმენტის მომზადება.
|
![]() |
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობას ACT-ის უფროსი პარტნიორი, სოფო ჩაჩანიძე უხელმღვანელებს
ACT Global - Become a Focal Point: Information Webinar
ACT-ის პორტფელის ლიდებმა 2024 წლის მსოფლიო ურბანულ ფორუმში #WUF12 მიიღეს მონაწილეობა