/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN
Logo
Jane Smith

ელისაბედ სიხარულიძე

ბიზნეს ანალიტიკოსი

ელისაბედ სიხარულიძე არის ბიზნეს ანალიტიკოსი მენეჯმენტ საკონსულტაციო გუნდში, სხვადასხვა ინდუსტრიაში გრძელვადიანი სტრატეგიული პროექტების მართვისა და კოორდინაციის გამოცდილებით. ელისაბედი ასევე აქტიურადაა ჩართული ორგანიზაციის დიაგნოსტიკის ეტაპზე, რომლის ფარგლებშიც აიდენტიფიცირებს და ჰოლისტურად აფასებს ორგანიზაციების არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებს, რაც გულისხმობს ბიზნესში არსებული პრობლემების/გამოწვევების გარდაქმნას მკაფიო, სტრუქტურირებულ სტრატეგიულ ინსაიტებად.

ელისაბედს აქვს გამოცდილება ორგანიზაციების ტოპ მენეჯმენტისა და ბორდისთვის წარსადგენი სტრატეგიული დოკუმენტების შექმნაში, მათ შორის ორგანიზაციული რედიზაინის, სტრატეგიული ბრენდინგისა და ბიზნეს სტრატეგიის პროექტების ფარგლებში. იგი აქტიურადაა ჩართული მაღალი რგოლის მენეჯერებთან კომუნიკაციაში და მონაწილეობს შეთავაზების დოკუმენტის (proposal)  მომზადებაში. 

ელისაბედს აქვს ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში და ამჟამად სწავლობს კავკასიის უნივერსიტეტში ზოგადი მენეჯმენტის MBA პროგრამაზე. ასევე, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრი გაატარა კომენიუსის უნივერსიტეტში, სადაც ევროპული კვლევების მიმართულებით სწავლობდა.