გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობას ACT-ის უფროსი პარტნიორი, სოფო ჩაჩანიძე უხელმღვანელებს
2024 წლის 17 დეკემბერს გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელ საქართველოს გენერალურმა ასამბლეამ აირჩია ახალი დირექტორთა საბჭო. გამგეობის პირველ სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს ACT-ის უფროსი პარტნიორი სოფო ჩაჩანიძე.
ამგეობის ახლადარჩეული შემადგენლობა:
იზა გოცაძე - გამგეობის წევრი, აჭარისწყალი ჯორჯია
კახა ხაზარაძე - გამგეობის წევრი, ICR ჯგუფი
ლარისა პატარაია - გამგეობის წევრი, Start Business Solutions
ნანა ბერძენიშვილი - გამგეობის წევრი, AIS
ნათია ჭინჭარაული - გამგეობის წევრი, ეკობრენდს ჯორჯია
ნინო ენუქიძე - გამგეობის წევრი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
ვალერი ჩეხერია - გამგეობის წევრი, Hospitality Projects
ნინო ლიპარტია - გამგეობის წევრი, საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის
წარმატებებს ვუსურვებთ გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელ საქართველოს ახლადარჩეულ საბჭოს მნიშვნელოვანი მისიის შესრულებაში.
გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას.