/>
Logo
ACT ინსტიტუტი ინტერაქციული ვორქშოფების სერიას იწყებს

ACT ინსტიტუტი ინტერაქციული ვორქშოფების სერიას იწყებს

ACT ინსტიტუტი იწყებს ლიდერობის განვითარებას პროგრამას, რომელიც ინტერაქციული ვორქშოფების სერიას აერთიანებს და მიზნად ისახავს ინდივიდებისა და ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობას გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული მიდგომებით.

ღონისძიებათა ციკლის პირველი ვორქშოფი — „სიტყვის ძალა“ გაიმართება ორჯერ, 2025 წლის 27 ივნისსა და 11 ივლისს, 16-დან 20 საათამდე TERMINAL Abashidze-ს სივრცეში და სესიას ACT Global-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, თინათინ რუხაძე გაუძღვება.

„სიტყვის ძალა“ ლიდერობის განვითარების ინტენსიური, პრაქტიკაზე დაფუძნებული ვორქშოფია მათთვის, ვისაც სურს:

გააცნობიერონ საკუთარი ენობრივი ჩვევები და კომუნიკაციური ნარატივი;

უკეთესად გაიაზრონ ტრიგერები, შინაგანი კონფლიქტები და მათი ზეგავლენა გადაწყვეტილებებზე;

ამოიცნონ სიტყვები და გზავნილები, რომლებიც ზღუდავენ მათ ლიდერულ უნარებსა და ზეგავლენას;

განივითარონ ენობრივი უნარები, რომლებიც დაეხმარებათ მათ საკუთარი თავისა და გუნდის მოტივაციასა და პოტენციალის გახსნაში.

4-საათიანი ინტერაქციული ვორქშოფი დაგეხმარებათ გაიღრმაოთ ემოციური ინტელექტი და განივითაროთ კომუნიკაციის უნარები, რათა თქვენი ლიდერობა გახდეს უფრო მიზანმიმართული, გავლენიანი და შთამაგონებელი.

„სიტყვის ძალა“ არის სივრცე თვითშეფასების, აღმოჩენებისა და ზრდისათვის — სადაც სიტყვები იძენს ახალ ძალასა და ზეგავლენას.

ვორქშოფის ფორმატი მრავალფეროვანია — მოიცავს როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ პრაქტიკებს, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს გააანალიზონ და აღმოაჩინონ იმ სიტყვების ძალა, რომლებიც ავითარებენ, ან ზღუდავენ მათ პიროვნულ და პროფესიულ პოტენციალს.

ACT ინსტიტუტის შესახებ  

ACT Institute — ACT Global-ის ქვებრენდია ბიზნეს განათლების მიმართულებით, რომლის მიზანია თანამედროვე ბიზნესის გამოწვევების საპასუხოდ, ორგანიზაციებისა და ინდივიდების ზრდის მხარდაჭერა პრაქტიკული და ტრანსფორმაციული სწავლებით.  

ACT ინსტიტუტის პროგრამები მოიცავს არა მხოლოდ ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, არამედ ინდივიდებისა და ორგანიზაციებისთვის ტრანსფორმაციული ძალის მიცემას. თითოეული პროგრამა შექმნილია იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომლებსაც თანამედროვე ორგანიზაციები აწყდებიან.  სასწავლო პროგრამები ეფუძნება ACT გლობალის საკონსულტაციო მიდგომებს, რეალურ ქეისებსა და სხვადასხვა ინდუსტრიაში დაგროვილ მრავალწლიან ექსპერტიზას.

Explore more

ფასილიტაცია მენეჯერებისთვის 23 აპრილს იწყება – დარეგისტრირდით
Читать Далее

ფასილიტაცია მენეჯერებისთვის 23 აპრილს იწყება – დარეგისტრირდით

ქართული კვლევითი კომპანიიდან ბიზნეს-სერვისების გლობალურ ჰაბამდე
Читать Далее

ქართული კვლევითი კომპანიიდან ბიზნეს-სერვისების გლობალურ ჰაბამდე

ცვლილებების მნიშვნელობა ორგანიზაციებში - თინათინ რუხაძე საქართველოს ბანკის ახალ ბიზნესკურსს  გაუძღვება
Читать Далее

ცვლილებების მნიშვნელობა ორგანიზაციებში - თინათინ რუხაძე საქართველოს ბანკის ახალ ბიზნესკურსს გაუძღვება