
თინათინ რუხაძე
მმართველი პარტნიორი
თინათინ რუხაძე ACT Global-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. მისი ხელმძღვანელობით, ACT პატარა ქართული საკონსულტაციო ფირმიდან გლობალურ მოთამაშედ გადაიქცა, რომელიც დღეს 3 კონტინენტზე, 35 ქვეყანაში ოპერირებს.
თინათინი დღემდე აქტიურად ხელმძღვანელობს კომპანიის სტრატეგიულ განვითარებას და მონაწილეობს მის უმნიშვნელოვანეს პროექტებში, როგორც ბიზნეს-სტრატეგიისა და ორგანიზაციული ტრანსფორმაციის მენეჯმენტ-კონსულტანტი.
თინათინს აქვს თსუ-ს ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხი და გრენობლის ბიზნეს სკოლის MBA მენეჯმენტ კონსალტინგის სპეციალიზაციით. აკადემიური განათლება, საკუთარი ბიზნესის მართვის გამოცდილება, ადგილობრივ და საერთაშორისო საკონსულტაციო პროექტებში 22 წლის მანძილზე დაგროვილი ექსპერტიზა - თინათინის განსაკუთრებული აქტივია, რომელსაც იგი ეფექტიანად იყენებს ეისითის კლიენტების განვითარებისა და წარმატების მხარდასაჭერად.
თინათინი, ასევე, აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში: მენტორობს ახალგაზრდა და ქალ მეწარმეებს, მონაწილეობს ანგელოზ-ინვესტორობის პროექტებში; საჯარო გამოსვლებით ხელს უწყობს ბიზნესსა და ლიდერობასთან დაკავშირებული ცოდნის გავრცელებას.
2014 წელს მან თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა ქალთა ბიზნეს-ფედერაცია "Women for Tomorrow", სადაც 2014-2016 წლებში თავმჯდომარის პოზიცია ეკავა, ხოლო 2017-2023 წლებში მმართველი ბორდის წევრი იყო. ფედერაცია დღესაც წარმატებით აგრძელებს ქალი მეწარმეების მხარდაჭერასა და გაძლიერებას.
მისი მიღწევები საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულია. 2018 წელს თინათინი Clicquot Business Woman Award-ის გამარჯვებული გახდა. ეს ჯილდო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადაეცემათ იმ ქალ ლიდერებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გლობალური ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებაში.
ინსაიტები
ნახვა




