/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN
Logo
ეისითი გლობალი და Ipsos ბიზნესის კლიმატურ მზაობას შეაფასებენ საქართველოსა და უზბეკეთში

ეისითი გლობალი და Ipsos ბიზნესის კლიმატურ მზაობას შეაფასებენ საქართველოსა და უზბეკეთში

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ACT Global-თან და Ipsos-თან თანამშრომლობით, იწყებს კლიმატის ადაპტაციის კვლევას საქართველოში და უზბეკეთში. 

კვლევის მიზანია შეფასდეს, როგორ რეაგირებენ ბიზნესები ამ ქვეყნებში კლიმატთან დაკავშირებულ რისკებსა და შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კომპანიების ადაპტაციის სტრატეგიებსა და საინვესტიციო საჭიროებებს. კვლევა ასევე უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებას იმის შესახებ, რამდენად მზად არის კერძო სექტორი კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ გამოწვევებთან გასამკლავებლად და უფრო მდგრად პრაქტიკაზე გადასასვლელად. 

ACT Global, Ipsos-თან პარტნიორობით, პასუხისმგებელია მონაცემთა შეგროვებაზე საქართველოსა და უზბეკეთში. კვლევის ფარგლებში შეგროვდება ეროვნულ დონეზე წარმომადგენლობითი მონაცემები სხვადასხვა სექტორის კომპანიებიდან, რაც უზრუნველყოფს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ანალიზს და დაეხმარება EBRD-ს კლიმატის სტრატეგიისა და პოლიტიკის დიალოგის განვითარებაში ორივე ქვეყანაში. 

EBRD-ის ამ ინიციატივის მიზანია ბიზნესებში კლიმატური მოქმედებების ძირითადი დაბრკოლებებისა და მამოძრავებელი ფაქტორების უკეთ გააზრება. მიღებული შედეგები ხელს შეუწყობს მიზნობრივი ინტერვენციების შემუშავებას, რომლებიც დააჩქარებს მწვანე ტრანსფორმაციას და გააძლიერებს კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობას საქართველოში და უზბეკეთში.

გაიგე მეტი

ეისითი გლობალი კლიმატის ადაპტაციის კვლევის ფარგლებში Ipsos და EBRD წარმომადგენლებს მასპინძლობს
გაიგეთ მეტი

ეისითი გლობალი კლიმატის ადაპტაციის კვლევის ფარგლებში Ipsos და EBRD წარმომადგენლებს მასპინძლობს

ზრდა, განვითარება და გლობალური ხედვა: ACT Global ბრენდის ახალ იდენტობას წარადგენს
გაიგეთ მეტი

ზრდა, განვითარება და გლობალური ხედვა: ACT Global ბრენდის ახალ იდენტობას წარადგენს

ეისითი გლობალი სომხეთში - პარტნიორობა ცვლილებების გასაძლიერებლად
გაიგეთ მეტი

ეისითი გლობალი სომხეთში - პარტნიორობა ცვლილებების გასაძლიერებლად