/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN
Logo
ეისითი გლობალი სომხეთში - პარტნიორობა ცვლილებების გასაძლიერებლად

ეისითი გლობალი სომხეთში - პარტნიორობა ცვლილებების გასაძლიერებლად

ეისითი გლობალმა გასულ კვირას სომხეთში 10-ზე მეტი საკოორდინაციო შეხვედრა გამართა განვითარების პროექტების ძირითად მოთამაშეებთან, საერთაშორისო ბანკების, დონორი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებთან.

რამდენიმე დღიანი ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები მიზნად ადგილობრივ დონეზე პარტნიორობის მექანიზმების განვითარებასა და თანამშრომლობის მექანიზმების გაძლიერებას ისახავდა.

შეხვედრების დროს განხილული იყო ქვეყნის განვითარების დღის წესრიგის რამდენიმე მთავარი მიმართულება, ამ მხრივ არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები, მათ შორის პროფესიული განათლება და უნარების განვითარება, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა, მწვანე დღის წესრიგი, კარგი მმართველობის რეფორმები, სოციალური დაცვა და ციფრული ტრანსფორმაცია. აღნიშნული სფეროები სრულად შეესაბამება ეისითი გლობალის ძირითად კომპეტენციებს - პოლიტიკის კონსულტირების, ინსტიტუციური განვითარების, შრომის ბაზრისა და უნარების განვითარების, კარგი მმართველობის მხარდაჭერისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების კუთხით, რაც ორგანიზაციამ წლების განმავლობაში განსხვავებულ და გარდამავალ ეკონომიკებში მრავალმხრივი პროგრამების განხორციელების შედეგად დააგროვა.

სომხეთში ეისითი გლობალის პორტფელი უკვე რამდენიმე წლის გამოცდილებასა და დაახლოებით 20 განხორციელებულ პროექტს მოიცავს. ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად მიზნად ვისახავთ ჩვენი ძირითადი კომპეტენციების ირგვლივ ეფექტურად გავაერთიანოთ საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი ცოდნა, რაც ქვეყნის დონეზე კიდევ უფრო მეტი პოზიტიური ცვლილების ინიცირებას შეუწყობს ხელს.





გაიგე მეტი

ეისითი გლობალი აძლიერებს ცირკულარული ეკონომიკის ეკოსისტემას სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაში
გაიგეთ მეტი

ეისითი გლობალი აძლიერებს ცირკულარული ეკონომიკის ეკოსისტემას სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაში

ეისითი გლობალი აძლიერებს უზბეკეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს შესაძლებლობებს ESG ჩარჩოს შემუშავებისთვის
გაიგეთ მეტი

ეისითი გლობალი აძლიერებს უზბეკეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს შესაძლებლობებს ESG ჩარჩოს შემუშავებისთვის

ეისითი გლობალი ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული საჯარო ინვესტიციების პრაქტიკას
გაიგეთ მეტი

ეისითი გლობალი ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული საჯარო ინვესტიციების პრაქტიკას