ACT Global გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით ჩრდილოეთ მაკედონიაში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ინსტიტუციური კოორდინაციის გაძლიერებაზე მუშაობს. ინიციატივა ხორციელდება კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მედეგობის გაზრდას ეროვნულ, სექტორულ და მუნიციპალურ დაგეგმვაში ადაპტაციის ინტეგრირების გზით.
ACT Global-ის ექსპერტების გუნდი უზრუნველყოფს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითხებზე მომუშავე სამინისტროებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის კოორდინაციის პრაქტიკული მექანიზმების ჩამოყალიბებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, სოფლის მეურნეობას, წყლის რესურსებს, სატყეო მეურნეობასა და კულტურულ მემკვიდრეობას. დოკუმენტების მიმოხილვის, ინსტიტუციების წარმომადგენლებთან ინტერვიუებისა და საერთაშორისო გამოცდილების შედარებითი ანალიზის საფუძველზე, ACT Global აფასებს არსებულ და წარსულში მოქმედ უწყებათაშორის, სექტორთაშორის და დონორთა კოორდინაციის მექანიზმებს, ავლენს ხარვეზებს და შეიმუშავებს ქვეყნის საჭიროებებზე მორგებულ რეკომენდაციებს.
შეფასების საფუძველზე შემუშავდება სტანდარტული საოპერაციო პროცედურა (SOP), რომელიც განსაზღვრავს ინსტიტუციების როლებსა და პასუხისმგებლობებს, გადაწყვეტილების მიღების, ინფორმაციის გაცვლისა და ანგარიშგების წესებს, შეხვედრების პერიოდულობასა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის მექანიზმებს. პარალელურად, ACT Global ქმნის საჯაროდ ხელმისაწვდომ ონლაინპორტალს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მიმდინარე და დაგეგმილი ადაპტაციის ინიციატივებისა და პროექტების აღსარიცხად.
შეფასების შედეგები, პროცედურა და პორტალი დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო შეხვედრაზე განიხილება, ხოლო მიღებული უკუკავშირი საბოლოო პროდუქტებში აისახება. დავალების ყველა ეტაპზე გათვალისწინებულია გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის საკითხები. შემუშავებული მექანიზმები და ინსტრუმენტები ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობების მკაფიო განაწილებას, ინფორმაციის გაცვლასა და ადაპტაციის ღონისძიებების შეთანხმებულ დაგეგმვასა და განხორციელებას.
2013 წლის 26 ივლისს, საქართველოს მთავრობამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, წარმოდგენილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის სა...
გაიგეთ მეტი
საქართველოს მთავრობა და მსოფლიო ბანკი შეთანხმდნენ 37.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მეორე რეგიონული განვითარების პროექტის თა...
გაიგეთ მეტი
პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ მიზანია აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში გაზარდოს ცნობიერება ევროკავშირის მხარდ...
გაიგეთ მეტი