პროექტი ხორციელდება გაეროს გენდერული თანასწორობის ერთობლივი პროგრამის (UNJP4GE) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ და ერთობლივად ხორციელდება UNDP, UN Women და UNFPA-ს მიერ. პროექტი მხარს უჭერს UNFPA საქართველოს ადვოკატირებასა და დიალოგს საქართველოში მენსტრუალური სიღარიბის ეკონომიკური და სტრუქტურული განზომილებების შესახებ, მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევის მეშვეობით.
ეისითი გლობალი ახორციელებს ანალიტიკური კვლევის მომზადებას, რომელიც აერთიანებს ფისკალურ ანალიზს, ინფლაციისა და ფასების ტენდენციების შეფასებას, ინსტიტუციურ მიმოხილვასა და საერთაშორისო შედარებით კვლევას. ძირითადი შედეგები მოიცავს ხარჯების ანალიზსა და ფისკალურ მოდელირებას აუცილებელი ჰიგიენურ პროდუქტების დღგ-სგან გათავისუფლების სცენარების საბიუჯეტო შედეგების შესაფასებლად, აგრეთვე ანალიზს იმის შესახებ, თუ როგორ შეუმცირა ინფლაციურმა ზეწოლამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შინამეურნეობებს მსყიდველობითი უნარი. ასევე, შესადარებელი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, კვლევა საერთაშორისო პოლიტიკის გაკვეთილებს თარგმნის საქართველოსთვის კონტექსტზე მორგებულ, ქმედით რეკომენდაციებად.
პროექტი მიზნად ისახავდა საჯარო ადმინისტრირების რეფორმის (PAR) პროგრესისა და მდგომარეობის შეფასებას საქართველოში, ფოკუსით პოლიტი...
გაიგეთ მეტი
მოცემული პროექტის მთავარი მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობების მოდელის შინამეურნეობის კვლევის განხორციელება საქართველოში 2020-2...
გაიგეთ მეტი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) სხვადასხვა ქვეყანას უწევს ტექნიკურ მხარდაჭერას დამხმარე საშუალებების (AT) განვითარებისა ...
გაიგეთ მეტი