/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN
Logo
Jane Smith

საბა ხერგიანი

ACT Institute-ის აღმასრულებელი ლიდი

საბა ხერგიანი არის ACT Institute-ის აღმასრულებელი ლიდი,  მენეჯმენტ კონსულტანტი ბიზნესის სტრატეგიული განვითარებისა და გაციფრულების მიმართულებით. მისი გამოცდილება მოიცავს პროექტებს ბიზნესის გაციფრულების, სტრატეგიული განვითარების, ორგანიზაციის ციფრული ტრანსფორმაციისა და ციფრული პროდუქტების განვითარების მიმართულებით როგორც ბიზნესის სექტორში, ასევე არასამთავრობო და სამთავრობო სექტორში. 

საბა აკადემიური განათლებით ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრია და ამ ეტაპზე სწავლობს მენეჯმენტის ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე კავკასიის უნივერსიტეტში.

მას აქვს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება საგანმანათლებლო სფეროში 2017 წლიდან, როგორც არაფორმალურ ასევე ფორმალურ, აკადემიურ გარემოში. არის სერტიფიცირებული ტრენერი, რამდენიმე ქართული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და Erasmus+ საერთაშორისო პროექტების ტრენერ-ფასილიტატორი.