/>
Logo

ურბანული მომსახურებების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ზემოქმედების შეფასება

ურბანული მომსახურებების გაუმჯობესების საინვესტიციო  პროგრამის ზემოქმედების შეფასება
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია (UWSCG)
Date: 21.02.2025 Finished

Country

საქართველო

პროექტის შესახებ

აზიის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული ურბანული მომსახურებების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მიზნად ისახავს წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებების გაუმჯობესებას საქართველოს ქალაქებში. პროგრამა მოიცავს შემდეგ აქტივობებს:


  • ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებების რეაბილიტაციის, გაუმჯობესებისა და გაფართოების მიზნით;
  • ინსტიტუციონალური ეფექტურობის გაძლიერება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური და მენეჯერული შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად წყალმომარაგებისა და წყალარინების სერვისების ეფექტურად მოწოდების მიზნით და სექტორის რეგულატორების შესაძლებლობების განვითარება ტარიფების დარეგულირების, სერვისების სტანდარტების, გარემოს დაცვის, გრძელვადიან პერსპექტივაში სასმელი წყლის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით;
  • პროგრამის განხორციელებაში დახმარების გაწევა.


ჩვენი როლი 

ეისითის გუნდი აზიის განვითარების ბანკს პროექტის შესრულების მართვის სისტემის ფარგლებში აწვდის საკონსულტაციო მომსახურებას. ხსენებული მომსახურების მიზანია შინამეურნეობების მიერ წყლის მართვისა და წყალარინების პრაქტიკის ყველა ელემენტის სრულად გააზრება და წყალმომარაგების ქსელის განვითარებაზე სრულად ინფორმირება.



პროექტის შედეგ(ებ)ი

პროექტის შედეგად, 356 000 შინამეურნეობამ მიიღო გაუმჯობესებული წვდომა წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებებზე.