თანამედროვე ბიზნესის სწრაფად ცვალებად და რთულ გარემოში, სტრატეგიული მნიშვნელობის შეხვედრების ეფექტურად მართვა ლიდერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია.
ACT Institute-ის უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამა ეფუძნება ACT Global-ის გამოცდილებას მენეჯმენტ კონსალტინგში, ჯგუფური მუშაობის ფსიქოლოგიას, თანამედროვე ფასილიტაციის ტექნიკებსა და საუკეთესო პრაქტიკულ ინსტრუმენტებს.
პროგრამა ფასილიტაცია მენეჯერებისთვის მიზნად ისახავს ლიდერების, მენეჯერებისა და პროფესიონალების აღჭურვას უნარებით, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს მართონ გუნდების დინამიკა, დაგეგმონ და ეფექტურად წარმართონ მიზანმიმართული სტრატეგიული შეხვედრები, დაამსხვრიონ ბარიერები კომუნიკაციაში და გუნდის ენერგია გარდაქმნან საერთო მიზნისკენ სწრაფვაში.