/>
Logo
Expertise Image

ფასილიტაცია მენეჯერებისათვის

ფასილიტაცია მენეჯერებისათვის

თანამედროვე ბიზნესის სწრაფად ცვალებად და რთულ გარემოში, სტრატეგიული მნიშვნელობის შეხვედრების ეფექტურად მართვა ლიდერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია.  

სტრატეგიული ფასილიტაცია არის მიზანმიმართული და სტრუქტურირებული მიდგომა, რომელიც ეხმარება ლიდერებს დისკუსიები აქციონ ქმედით ნაბიჯებად. იქნება ეს გუნდის გაძღოლა ტრანსფორმაციის პროცესში, სხვადასხვა პოზიციის მქონე ადამიანების საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანება თუ მომავლის ხედვის ჩამოყალიბება. 

ACT Institute-ის უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამა  ეფუძნება ACT Global-ის გამოცდილებას მენეჯმენტ კონსალტინგში, ჯგუფური მუშაობის ფსიქოლოგიას, თანამედროვე ფასილიტაციის ტექნიკებსა და საუკეთესო პრაქტიკულ ინსტრუმენტებს.   

სტრატეგიული ფასილიტაციის პროგრამა მიზნად ისახავს ლიდერების, მენეჯერებისა და პროფესიონალების აღჭურვას უნარებით, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს მართონ გუნდების დინამიკა, დაგეგმონ და ეფექტურად წარმართონ მიზანმიმართული სტრატეგიული შეხვედრები,  დაამსხვრიონ ბარიერები კომუნიკაციაში და გუნდის ენერგია გარდაქმნან საერთო მიზნისკენ სწრაფვაში. 


ვისთვის არის "სტრატეგიული ფასილიტაციის" პროგრამა განკუთვნილი


სტრატეგიული ფასილიტაციის პროგრამა განკუთვნილია ყველა იმ პროფესიონალისთვის, ვისაც სურს სამუშაო პროცესის უფრო ეფექტურად მართვა და გუნდური კოლაბორაციის გარდაქმნა შედეგზე ორიენტირებულ, პროდუქტიულ და მოტივირებულ თანაშექმნის პროცესად. კონკრეტულად კი: 

  • Top მენეჯერებისთვის და ბიზნესის ლიდერებისთვის 

  • სტრატეგიული განვითარების მენეჯერებისთვის, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ შეხვედრების, სამუშაო სესიებისა და სტრატეგიული დისკუსიების წარმართვაში 

  • ორგანიზაციული განვითარების პროფესიონალებისთვის, რომლებიც აძლიერებენ კოლაბორაციის კულტურას

  • პროექტის მენეჯერებისთვის, რომელთაც სჭირდებათ სხვადასხვა პროფილის ადამიანების ჩართვა მიზანმიმართულ სამუშაო პროცესში

  • ყველა იმ პროფესიონალისთვის, ვინც ეძებს პრაქტიკულ გზებს სტრატეგიული შეხვედრის ეფექტურად წარმართვისთვის 


პროგრამის შინაარსი და სტრუქტურა


სესია 1. სტრატეგიული ფასილიტაციის საფუძვლები
სესია 2. ჯგუფური დინამიკისა და კონფლიქტების მართვა
სესია 3. ფასილიტაციის სესიის დაგეგმვა
სესია 4. გუნდის შეჭიდულობა და კოლაბორაციის გაძლიერება
სესია 5. პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის ფასილიტაცია 
სესია 6. სტრატეგიული გადაწყვეტილებების ფასილიტაცია 
სესია 7. იდეაციისა და ბრეინშტორმინგის სესიების ფასილიტაცია
სესია 8. რეფლექსია და უკუკავშირი 


პროგრამის ძირითადი შედეგები


პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: 

  • გაუწიონ ფასილიტაცია სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს 

  • გამოიყენონ სხვადასხვა ტექნიკა იდეაციისა და პრობლემების ანალიზისთვის 

  • ეფექტურად დაგეგმონ და წარმართონ ფასილიტაციის სესიები 

  • მართონ ჯგუფური დინამიკა და კონფლიქტები პროფესიულ გარემოში 

  • დაასტიმულირონ გუნდის შეჭიდულობა და ჩართულობა 

  • შექმნან შედეგზე ორიენტირებული შეხვედრების სტრუქტურა 

  • უზრუნველყონ ღირებული უკუკავშირის და რეფლექსიის კულტურა გუნდში მუშაობის პროცესში.


ტრენერები