/>
Logo
Expertise Image

სტრატეგიული HR

სტრატეგიული HR პროგრამის მიზანია მონაწილეებს დაეხმაროს: 

ორგანიზაციის წარმატებაში სტრატეგიული HR-ის მნიშვნელობის და კომპანიის სტრატეგიასთან შესაბამისობის გადააზრებაში, თანამშრომლების პროდუქტიულობის და ეფექტურობის ზრდის პრინციპების გაანალიზებაში და ჯამურად ორგანიზაციის ეფექტურობის ზრდის გზების მოძიებაში.  

პროგრამა აერთიანებს თანამედროვე HR სტრატეგიებს, რეალურ მაგალითებს (ქეისებსა) და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროს HR პროფესიონალებს და მენეჯმენტის წარმომადგენლებს ადამიანური კაპიტალის ეფექტურად მართვასა და ორგანიზაციის ეფექტიანობის ზრდაში.  

გარდა ჯგუფური სესიებისა, თითოეული ტრენინგის მონაწილეს ექნება შესაძლებლობა მენტორთან ჩანიშნოს ინდივიდუალური შეხვედრები (1-2 შეხვედრა), რათა კიდევ უფრო კონკრეტული ინფორმაცია და მასზე მორგებული მხარდაჭერა მიიღოს სასურველი საკითხების შესახებ - იქნება ეს კონცეფციების შინაარსობრივი მხარე თუ მათი პრაქტიკაში იმპლემენტაციის ტექნიკები. 



ვისთვის არის სტრატეგიული HR პროგრამა განკუთვნილი:

  • HR დირექტორებისთვის და HR გუნდის ლიდერებისთვის; 

  • მენეჯერებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან ადამიანური კაპიტალის სტრატეგიულ მართვაში; 

  • ორგანიზაციული განვითარების პროფესიონალებისთვის; 



პროგრამის შინაარსი და სტრუქტურა

სესია 1.  კორპორატიული სტრატეგიის შესაბამისი HR სტრატეგიის ჩამოყალიბება 

სესია 2. თანამშრომლების შერჩევის მეთოდოლოგია და მათი გამოცდილების მართვა 

სესია 3. თანამშრომლების განვითარება და საქმიანობის შეფასება

სესია 4.  ორგანიზაციული კულტურა, როგორც კონკურენტული უპირატესობა  


 

პროგრამის ძირითადი შედეგები

პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: 

  • ორგანიზაციის სტრატეგიისა და HR სტრატეგიის შესაბამისობაში მოყვანას და ორგანიზაციის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელი ნაბიჯების დაგეგმვას.  

  • HR ინსტრუმენტების გამოყენებით ადამიანური კაპიტალის ეფექტურ  მართვას 

  • მონაცემების გამოყენებას ორგანიზაციული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში 

  • ტალანტების მართვის თანამედროვე მიდგომების, პოლიტიკის დოკუმენტებისა და სისტემების დანერგვას.  

  • ჯამურად თანამშრომლების პროდუქტიულობის და ეფექტურობის ზრდის პრინციპების გაანალიზებას და მათ კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებში გადატანას 


ტრენერი