დილას, ჩემი შვილი რძიანი საუზმით იწყებს. ბუნებრივია, მისთვის რძის პროდუქტების შეძენისას, ვცდილობ საუკეთესო არჩევანი გავაკეთო იმის მიუხედავად თუ რა ფასი ექნება.
საღამოს კი, სახლისთვის, სარემონტო მასალების შეძენისას, ხშირად იმ მარკეტებს ვანიჭებ უპირატესობას სადაც შედარებით ხელმისაწვდომი ფასი ან ფასდაკლება/აქცია დამხვდება და ამ შემთხვევაში, სწორედ ესაა ჩემი საუკეთესო არჩევანი.
ყიდვისას, მეც და თქვენც, ხშირად გვქონია შემთხვევა, როცა ფიზიკურად ან გონებაში ვახდენთ სასურველი პროდუქტის ფასის მიხედვით სორტირებას და ასე მივდივართ საუკეთესო არჩევანთან. შესაბამისად, პროდუქტზე არსებული ფასი მნიშვნელოვანი ბერკეტია, რომლის მართვაც ბიზნესებს შეუძლიათ.
ფასი, გარდა იმისა რომ, პროდუქტის საბაზრო ღირებულებას განსაზღვრავს, დღევანდელ, ასწრაფებულ და მუდმივად ცვლად ბიზნეს გარემოში, გამოიყენება როგორც ძირითადი საკომუნიკაციო საშუალება. იმის მიხედვით, რამდენად შესაბამისია ფასი სეგმენტის გადახდისუნარიანობასთან, ბრენდები მომხმარებლებთან ურთიერთობენ, „მეგობრობენ“, ან პირიქით, „კედელს“ აღმართავენ პროდუქტს/სერვისსა და მყიდველს შორის.
ახლა, ომის, ინფლაციის, პოსტ პანდემიის პერიოდში, თანამედროვე ბაზრისთვის, ფასი და მასთან დაკავშირებული კომუნიკაცია გასაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მსოფლიო მოვლენების დღის წესრიგთან ერთად, მუდმივად იცვლება ფასები. ფასები იზრდება ყველაფერზე: პურზე, საწვავზე, ოქროზე, როგორც პირველადი მოხმარების, ასევე ფუფუნების საგნებზე, პროდუქტსა და მომსახურებაზე.
ამასთან, ეისითის მიერ ჩატარებული ბაზრის უახლესი კვლევების მიხედვით, ფასი, წამყვანია არაერთი ინდუსტრიის მომხმარებლისთვის. მაგალითად, ფარმაცევტული ბაზარი რომ მიმოვიხილოთ, მისი მომხმარებლის მეოთხედი (24-26%), იმის მიხედვით იღებს აფთიაქის შერჩევის გადაწყვეტილებას, თუ რომელი სთავაზობს მისთვის მისაღებ ფასს. აღნიშნული მიმართულების მსგავსად, რითეილ ბაზრის მომხმარებლის თითქმის მესამედისთვის შესყიდვის გადაწყვეტილების მიღების გზაზე ფასია ყველაზე მნიშვნელოვანი.
როგორ მართავენ ამ ბერკეტს ბიზნესები დღეს?
ფასების ცვლილება, ბუნებრივია ხშირად ნეგატიურ/კრიტიკულ უკუკავშირს იწვევს მომხმარებლის მხრიდან, რომლის განეიტრალებასაც ბიზნესები საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, რიგ შემთხვევებში, ცნობილი მარკეტინგული „ხრიკებით“ ცდილობენ:
- 9.99-ის წესი - არასრული ფასის მითითება მომხმარებელს ქვეცნობიერად, სიგნალს აძლევს რომ 9.99 ₾ მისთვის უფრო ხელმისაწვდომ ფასს წარმოადგენს, ვიდრე 10 ₾ და სხვაობაც „მეტია“ ვიდრე 1 თეთრი;
- „საიდუმლო“ ფასი - ბიზნესების მხრიდან ხშირად გამოიყენება შეცვლილი/გაზრდილი ან აღქმული მაღალი ფასის კომუნიკაციისას. ბრენდები ამჯობინებენ საჯაროდ არ გამოიტანონ ფასი და მიაწოდონ მომხმარებელს მისი მხრიდან მეტი ჩართულობის შემთხვევაში (ხშირად უბრალოდ - „პირადში მიწერონ“);
- შემადგენელი კომპონენტების ფასის კომუნიკაცია - ზოგჯერ, ბრენდები აწვდიან მომხმარებელს ცალკეულ ფასებს (მაგალითად, საწოლის ჩარჩო, სადგამი და ა.შ.), ვიდრე მიაწოდონ მთელი კომპლექტის/პროდუქტის საფასური, ვინაიდან მომხმარებლის ცნობიერებაში ამგვარი კომუნიკაცია უფრო ხელმისაწვდომ ფასთანაა დაკავშირებული.
აღნიშნული ტაქტიკები, თანამედროვე ბაზარზე გაცვეთილი და შეგვიძლია ვთქვათ, მომხმარებლის მხრიდან „გაშიფრულია“. ბრენდებისთვის, რომლებიც მომხმარებელთან ემოციური კონტაქტის დამყარებას ცდილობენ, მთავარი მაკავშირებელი ხაზი ფასებზე გამჭირვალე და დროული კომუნიკაცია უნდა იყოს.
როგორ გამოვიყენოთ ფასი მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისთვის?
5 ოქროს წესი:
![]() |
|
შესთავაზეთ ღირებულება და არა ფასი - ღირებულება იმეორებს ბრენდს, მის იდენტობას. მომხმარებელს სჭირდება იდეა, სტატუსი ან ემოციური ბენეფიტი, რომელსაც გარკვეული საფასურის გადახდის სანაცვლოდ მიიღებს. ბიზნესები, რომლებიც პროდუქტს/მომსახურებას ყიდიან, ყიდიან სარგებელს, რომლსაც საბოლოო მომხმარებელი მიიღებს მისი მეშვეობით. იმის მიხედვით, თუ რა ღირს პროდუქტი/მომსახურება, ბრენდები მომხმარებელს ეუბნებიან რისი მფლობელები შეიძლება გახდნენ მათი პროდუქტის/მომსახურების შეძენის შემდეგ. იგულისხმება რომ, როცა ვყიდულობთ „ეფლის“ პროდუქციას, ვყიდულობთ სტატუსს, „ნაიკის“ ბოტასების შეძენისას გამარჯვებას, ენერგიას, ხოლო „რეიბანის“ სათვალეებს კი მოგზაურობა და კარგი განწყობა მოყვება. ფასის კომუნიკაციისას საჭიროა ხაზი გავუსვათ რომელ ცხოვრებისეულ/ყოველდღიურობის პრობლემას გადაჭრის მისი მეშვეობით მომხმარებელი. ამასთან, ბრენდინგისა და კომუნიკაციისას, ღირებულებების ხაზგასმა ფასის შესაძლო ცვლილებისადმი მომხმარებლის რეზისტენტობას ზრდის, ემოციურად, უფრო მიჯაჭვულს ხდის სეგმენტს პროდუქტის/მომსახურებისადმი. მაგალითად, კოკა-კოლა არის ბედნიერება/საოჯახო დღესასწაული, გახსოვთ მისი ფასი?
|
|
|
|
![]() |
|
გაარკვიეთ ოპტიმალური ფასი თქვენი მომხმარებლისთვის- აღნიშნული მიზნის მისაღწევად ეფექტურია ფასის ელასტიურობის კვლევა, რომელიც ბიზნესებს აძლევს ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა ფასი იქნება მისაღები/ოპტიმალური მისი აუდიტორიისთვის, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა შემთხვევაში იყიდიან პროდუქტს/მომსახურებას. კვლევა გადამწყვეტია :
|
|
|
|
![]() |
|
გახსოვდეთ კომუნიკაციის სამკუთხედი - ფასის კომუნიკაცია, საბოლოო მომხმარებლის გარდა, თანაბრად მნიშვნელოვანია:
|
|
|
|
![]() |
|
უთხარით მიზეზი და არა მხოლოდ შედეგი - ახლა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ეკონომიკაში, ყოველდღიურობაში მუდმივ ცვლილებებსა და არასტაბილურობის შეგრძნებასთან ერთად, ფასის ცვლილება შესაძლოა უფრო მტკივნეულად აღიქმებოდეს მომხმარებლის მხრიდან, ვიდრე ბიზნესები ფიქრობენ. იმ შემთხვევაში, როცა ბიზნესი ფასს ცვლის/ახალ ფასს აწესებს, ჯანსაღი კომუნიკაციისთვის, მნიშვნელოვანია ახალი ფასის წარმოქმნის მიზეზების მიწოდება მომხმარებლისთვის. იგულისხმება რომ, აუდიტორიისთვის საინტერესოა რატომ იცვლება ფასი, კიდევ ხომ არ შეიცვლება? რის გამო? აღნიშნული მას ემოციურ კომფორტს და მზაობას უქმნის. იმისთვის რომ, კომუნიკაცია მისთვის მაქსიმალურად გამჭირვალე იყოს, ბიზნესი უნდა ეცადოს წარმოიდგინოს რომ ფასის კომუნიკაცია, ეს არ არის ბრენდის მონოლოგი, არამედ არის დიალოგი მომხმარებელთან. დავიცვათ დიალოგის წესები:
|
|
|
|
![]() |
|
დაბოლოს, მნიშვნელოვანია ბიზნესი მზად იყოს ნებისმიერი უკუკავშირისთვის, რადგან აუდიტორია, სხვა მახასიათებლებთან ერთად, განსხვავებულია მათი ლოიალობისა და ფასისადმი რეზისტენტულობის ხარისხის მიხედვით. ამასთან, დიალოგი მუდმივი უნდა იყოს და შემდეგი ნაბიჯები ბრენდმა სხვა მნიშვნელოვანი მეტრიკების გარდა, სწორედ მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით განსაზღვროს. ამგვარად, ფასი, მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო არხია. მომხმარებელთან დიალოგის შედეგად, ბიზნესები იღებენ ინფორმაციას გასაუმჯობესებელ მხარეებს, ეს პროცესი კი მუდმივი და იტერაციულია.
|