/>
Logo
Jane Smith

ნუკა ბილანიშვილი

ACT კვლევის პორტფოლიო ლიდი

ნუკა ბილანიშვილი კომპანია ეისითის უფროსი კონსულტანტი და მენეჯმენტ კონსალტინგის პორტფოლიო ლიდია, რომელიც 13 წელზე მეტია მართავს მარკეტინგული კვლევის პროექტებს სხვადასხვა სექტორში. მას აქვს ექსპერტიზა მარკეტინგული კვლევების მიმართულებით სხვადასხვა ინდუსტრიაში: საბანკო, სადაზღვევო, FMCG, სამშენებლო და სხვა. პარალელურად ის ორი 2 წლის განმავლობაში მუშაობდა საბანკო სექტორში, სადაც საბანკო პროდუქტების პირობების შემუშავებასა და განვითარებაზე ზრუნავდა.


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ბაკალავრი ამჟამად ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის განათლებას ეუფლება. მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება, მრავალფეროვანი პრაქტიკა და ძლიერი ანალიტიკური უნარები ნუკას ეხმარება აღმოაჩინოს მონაცემებით გამყარებული ინსაითები და გარდაქმნას ბიზნესისთვის გამოყენებად რეკომენდაციებში.

ინსაიტები


სატელეკომუნიკაციო ბაზრის ტენდენციები
სატელეკომუნიკაციო ბაზრის ტენდენციები

ისტორიულად ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზარი ყოველთვის იყო დივერსიფიცირებული მობილური ოპერატორების და...