/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN
Logo
დამხმარე საშუალებებთან დაკავშირებული არსებული სიტუაციის სწრაფი შეფასება საქართველოში, შიანმეურნეობის კვლევა

დამხმარე საშუალებებთან დაკავშირებული არსებული სიტუაციის სწრაფი შეფასება საქართველოში, შიანმეურნეობის კვლევა

პროექტის დეტალები

კლიენტი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO)
დამფინანსებელი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO)
გეოგრაფია
საქართველო
მიმდინარე
05.02.2025

პროექტის აღწერა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) სხვადასხვა ქვეყანას უწევს ტექნიკურ მხარდაჭერას დამხმარე საშუალებების (AT) განვითარებისა და გაფართოების მიმართულებით. ამ ტექნიკური მხარდაჭერის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია ქვეყნების დახმარება იმის გაგებაში, თუ რამდენად არის ხელმისაწვდომი და საჭირო დამხმარე საშუალებები, რაც ხორციელდება შინამეურნეობის კვლევის მეშვეობით. პროცესი მიზნად ისახავს  ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა შესაბამისი უწყებების მხარდაჭერას, რათა მათ შეძლონ უკეთ გაიგონ, წარმართონ და გაატარონ უფრო ეფექტური პოლიტიკა ქვეყნებში დამხმარე საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად, მათ შორის ეროვნული პრიორიტეტული დამხმარე საშუალებების სიის განსაზღვრისთვის. შინამეურნეობის კვლევის შედეგები წარმოდგენილი იქნა  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2021 წლის  გლობალურ ანგარიშში დამხმარე საშუალებების შესახებ. 

პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში სწრაფი დამხმარე საშუალებების (AT) შეფასების კვლევის განხორციელება 2020-2021 წლებში. კვლევა მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობაში  ეროვნული წარმომადგენლობითი მონაცემების შეგროვებას დამხმარე საშუალებების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. ასევე, კვლევის ფარგლებში იდენტიფიცირდა დაკმაყოფილებული ან / და დაუკმაყოფილებელი საჭიროებები, მოთხოვნა და ბარიერები დამხმარე საშუალებების ხელმისაწვდომობასთან მიმართებით. 

პროექტის გუნდი

გაიგე მეტი

შეზღუდული შესაძლებლობების მოდელის კვლევა საქართველოში

შეზღუდული შესაძლებლობების მოდელის კვლევა საქართველოში

მოცემული პროექტის მთავარი მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობების მოდელის შინამეურნეობის კვლევის განხორციელება საქართველოში 2020-2...

გაიგეთ მეტი
საქართველოსა და სომხეთში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფის (EMT) ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების საჭიროების შეფასება

საქართველოსა და სომხეთში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფის (EMT) ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების საჭიროების შეფასება

კვლევა განხორციელდა პროექტის „ერთად შევძლებთ - თანამშრომლობა გადაუდებელი სიტუაციებისას საქართველოსა და სომხეთში”, ფარგლებში რომ...

გაიგეთ მეტი
ცოდნის, დამოკიდებულებების და ქცევის (KAP) კვლევის განხორციელება სოციალური დაცვის პროგრამებისა და სერვისების მიმართ საქართველოში

ცოდნის, დამოკიდებულებების და ქცევის (KAP) კვლევის განხორციელება სოციალური დაცვის პროგრამებისა და სერვისების მიმართ საქართველოში

ცოდნის, დამოკიდებულებების და ქცევის (KAP) კვლევა სოციალური დაცვის პროგრამებისა და სერვისების მიმართ განხორციელდა პროექტის „სოცი...

გაიგეთ მეტი