/>
Logo

საქართველოსა და სომხეთში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფის (EMT) ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების საჭიროების შეფასება

საქართველოსა და სომხეთში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფის (EMT) ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების საჭიროების შეფასება
არბაითერ-სამარიტერ- ბუნდი
Date: 19.02.2025 Active

ინდუსტრია

ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა

ქვეყანა:

საქართველო, სომხეთი
პროექტის გუნდი
ნათია რუხაძე ქეთევან ანთაძე

კვლევა განხორციელდა პროექტის „ერთად შევძლებთ - თანამშრომლობა გადაუდებელი სიტუაციებისას საქართველოსა და სომხეთში”, ფარგლებში რომელიც დაფინანსებულია ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის (ECHO) მიერ. პროექტის ძირითადი მიზანია კატასტროფის რისკის მართვის სისტემის გაუმჯობესება, შესაძლებლობების განვითარების და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მექანიზმების შექმნით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია სომხეთსა და საქართველოში საგანგებო სიტუაციების დროს ჯანდაცვის მიმართულებაზე. 

ამ ინიციატივის ფარგლებში, ეისითი გლობალმა საქართველოში და სომხეთში გადაუდებელი სამედიცინო ჯგუფის (EMT) შექმნის საჭიროებებზე თვისებრივი კვლევა ჩაატარა. კვლევამ გაანალიზა ადგილობრივი მიდგომები EMT-ის შექმნისა და ფუნქციონირების მიმართ, საკანონმდებლო რეგულაციები და ადაპტაციის საჭიროებები, ინფრასტრუქტურული მზადყოფნა, ადგილობრივი ადამიანური რესურსების ხელმისაწვდომობა EMT-ის ოპერირებისთვის, ასევე გაანალიზდა გერმანიის, ბელგიისა და ესტონეთის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება. კვლევის საერთო მიგნებების საფუძველზე მომზადდა რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას და ადგილობრივი მიდგომების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან დაახლოებას. 

 შეფასების მიზანი იყო საქართველოში და სომხეთში გადაუდებელი სამედიცინო ჯგუფის (EMT) შექმნისა და ეფექტიანი ფუნქციონირების შემაფერხებელი ფაქტორების გამოვლენა. ასევე, კვლევამ გააანალიზა არსებული რესურსები და დაადგინა ინფრასტრუქტურული მოწყობის, სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (მათ შორის მოქმედი კანონმდებლობის ანალიზისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების) და EMT-ის ადამიანური რესურსების მართვის არსებული პროცესების ხარვეზები და ბარიერები. 

გამოწვევები

2021 წლის თებერვლიდან, ASB-ს ოფისი საქართველოში ახორციელებს პროექტის - „ერთად შევძლებთ - თანამშრომლობა გადაუდებელი სიტუაციებისას საქართველოსა და სომხეთში”, რომელიც დაფინანსებულია ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის (ECHO) მიერ.  პროექტის ძირითადი მიზანია კატასტროფის რისკის მართვის სისტემის გაუმჯობესება, შესაძლებლობების განვითარების და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მექანიზმების შექმნით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია სომხეთსა და საქართველოში საგანგებო სიტუაციების დროს ჯანდაცვის მიმართულებაზე. 

საჭიროების შეფასება განხორციელდა ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში, რომლის შედეგებმა და ეისითი გლობალის მიერ შემუშავებულმა რეკომენდაციების პაკეტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გადაუდებელი სამედიცინო ჯგუფის (EMT) სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (SOP), მოქმედების გეგმისა და შესაბამისი სახელმძღვანელოების შემუშავებაში, რომლებიც საქართველოში ASB-ის ქვეყნის ოფისის მიერ განხორციელდა. 

განსაკუთრებით, შეფასების შედეგებმა უზრუნველყო მყარი საფუძველი რეკომენდაციების შემუშავებისთვის, რომლებიც საჭირო ცვლილებებს ეხებოდა EMT-ების შექმნისა და ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საქართველოში და სომხეთში. 

ჩვენი მიდგომა

კვლევის ფარგლებში გამოყენებული იქნა თვისებრივი და სამაგიდე კვლევის მიდგომები. ეისითი გლობალმა ჩაატარა 10 ინტერვიუ საქართველოში დაინტერესებულ მხარეებთან და 9 ინტერვიუ სომხეთში მთავარ ოფიციალურ პირებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო აქტორებთან. გარდა ამისა, ეისითი გლობალის გუნდმა გააანალიზა WHO-ს სტანდარტები EMT-ის შექმნის შესახებ და ამ სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკები. 

შედეგები

კვლევის ფარგლებში გაანალიზდა EMT-ის შექმნის ზოგადი გარემო საქართველოში და სომხეთში, შეფასდა ამ ქვეყნების ძლიერი და სუსტი მხარეები, ადამიანური რესურსების მზადყოფნა და ინსტიტუციური სისტემა. კვლევის ფარგლებში ასევე განხორციელდა საკანონმდებლო ანალიზი, რათა ჩართულიყო ამ პროცესში საკანონმდებლო ბარიერები. საერთო ჯამში, ეისითი გლობალის გუნდმა შეიმუშავა რეკომენდაციები იმის შესახებ, რა სახის EMT-ები შეიძლება შეიქმნას საქართველოში და სომხეთში მათი ინსტიტუციური მოწყობის გათვალისწინებით და შესაბამისად, შეადგინა ამ გუნდებისთვის საჭირო აღჭურვილობის სია.