VET Institutions Capacity Development Program
Industies
Country
WHO is providing technical support to different countries on scaling up Assistive Technology (AT) in the countries. A key element of the technical support is to support countries in becoming cognizant of the access and need for AT through a household survey. The process aimed at supporting Ministries of Health and other involved ministries to understand, lead, and implement more effective policies for access to assistive products in the countries, national priority assistive products list. The household survey findings were also presented in the WHO Global Report on Assistive Technology, planned for 2021.
The overall objective of the project was to implement the household survey of the rapid Assistive Technology Assessment (rATA) in Georgia in 2020–2021 aiming at obtaining national representative data on the met and/or unmet needs, demands, and barriers to AT access among the Georgian population.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობების გლობალური ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს აქვს შეზღუდული შესაძლებლობა. დამხმარე საშუალებებს (AT) და რეაბილიტაციას გადამწყვეტი როლი აქვთ შეზღუდული შესაძლებლობების, დაზიანებების, ქრონიკული მდგომარეობებისა და დაბერებასთან დაკავშირებული ფუნქციური შეზღუდვების პრევენციასა და შემცირებაში. დამხმარე საშუალების ძირითადი მიზანია ადამიანის ფუნქციონირების და დამოუკიდებლობის შენარჩუნება ან გაუმჯობესება, რითიც ადამიანთა კეთილდღეობის ხელშეწყობა ხორციელდება.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები და მათი აქცენტი თანასწორობასა და საყოველთაო ჯანდაცვაზე, ქმნის შესაძლებლობას ფართო მობილიზებისთვის, რათა ეს მიზანი განხორციელდეს, როგორც აუცილებელი ნაბიჯი ჯანმრთელი ცხოვრების უზრუნველსაყოფად და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის 2030 წლისთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეზოლუცია დამხმარე საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შესახებ (WHA71.8) რეკომენდაციას უწევს ქვეყნების მასშტაბით ქმედებებს, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ ყველა საჭიროების მქონე პირს ჰქონდეს წვდომა მაღალხარისხიან, ხელმისაწვდომ დამხმარე საშუალებებზე, რაც თავის მხრივ ქმნის შესაძლებლობას იცხოვრონ ჯანმრთელი, პროდუქტიული და ღირსეული ცხოვრებით.
შესაბამისად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) სხვადასხვა ქვეყანას ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს დამხმარე საშუალებების (AT) გამოყენების გაზრდის მიზნით. ტექნიკური მხარდაჭერის ძირითადი ელემენტი არის ქვეყნების დახმარება, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ დამხმარე საშუალებებზე ხელმისაწვდომობა და საჭიროება შინამეურნეობის კვლევის გზით. პროცესი მიზნად ისახავს ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა შესაბამისი უწყებების მხარდაჭერას, რათა მათ შეძლონ უკეთ გაიგონ, წარმართონ და განახორციელონ უფრო ეფექტური პოლიტიკა დამხმარე საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად, მათ შორის ეროვნული პრიორიტეტული დამხმარე საშუალებების სიის განსაზღვრისთვის. შინამეურნეობის კვლევის შედეგები ასევე წარმოდგენილი იქნება WHO-ს გლობალურ ანგარიშში დამხმარე საშუალებების შესახებ, რომელიც დაგეგმილია 2021 წლისთვის.
მიზნების მისაღწევად ეისითი გლობალის პროექტული გუნდის მიერ გამოყენებული იქნა რაოდენობრივი კვლევის მეთოდი, რის ფარგლებშიც ჩატარდა 6834 პირისპირი ინტერვიუ საქართველოს მასშტაბით, CAPI ტექნიკის გამოყენებით.
ეისითი გლობალმა წვლილი შეიტანა გამოკითხვის მეთოდოლოგიისა და ინსტრუმენტის ადაპტაციაში ქართულ კონტექსტში (ინსტრუმენტის პილოტირება და კოგნიტური ტესტირება, სახელმწიფო პროგრამების ან / და კერძო ბაზრის მეშვეობით ხელმისაწვდომი დამხმარე საშუალებების სიის მოდიფიკაცია და ა.შ.) და გასცა ღირებული რეკომენდაციები კვლევის უკეთესი დაგეგმვისა და პროცესის ორგანიზებისთვის.
ეისითი გლობალმა კლიენტს წარუდგინა ეროვნული რეპრეზენტატული მონაცემები, რომლებიც ანალიზისთვის მზად იყო (კოდების წიგნთან და CAPI სკრიპტთან ერთად). გარდა ამისა, დასრულებული მეთოდოლოგია (მათ შორის, დასრულებული კვლევის ინსტრუმენტი) იყო მიწოდების ნაწილი, რომელიც შეიძლება მომავალში გამოყენებულ იქნას განმეორებითი მონაცემების შესაგროვებლად შედარებითი მიზნებისთვის.