დღეს,14 თებერვალს, კათოლიკე წმინდანის - წმინდა ვალენტინის მოსახსენიებელი დღეა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება როგორც სიყვარულის დღე და მათგან უმეტესში არ არის არც საერო და არც საეკლესიო დღესასწაული.
როგორც "ეისითის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, თბილისში უმრავლესობას სმენია ვალენტინობის შესახებ (97%), თუმცა ზუსტი თარიღის შესახებ მხოლოდ 76%-მა იცის.
ცნობადობასთან შედარებით, დედაქალაში არც თუ ისე დიდია ვალენტინობის აღნიშვნის მაჩვენებელი - 25%.
მათ შორის ვინც აღნიშნავს სიყვარულის დღეს, უმრავლესობა (74%) ამ დღესთან დაკავშრებით საჩუქარს ყიდულობს, 9% მეორე ნახევრისთვის რომანტიულ საღამოს აწყობს სახლში, ხოლო 7% კი რესტორანში.
მეორე ნახევარი თბილისის მოსახლეობის 60%-ს ჰყავს. თუმცა ეს მაჩვენებელი 18-24 წლის ახალგაზრდებში დაბალია (25%).
*გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 იანვარში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.
“WIN/Gallup International”-ის მიერ 64 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 61% იბრძოლებდა საკუთარი ქვეყნისთვის, ხოლო 27% არა. საბრძოლო განწყობა ცენტრალურ აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში ბევრად მაღალია (83%) ვიდრე დასავლეთ ევროპაში (25%). მონაცემების ასაკის ჭრილში დამუშავებისას აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად 18-34 წლის ახალგაზრდები არიან მზად საბრძოლველად (66%).
საქართველოს მოსახლეობის 76%-მა განაცხადა, რომ მზად არის საკუთარი ქვეყნისთვის იბრძოლოს, რაც ევროპის რეგიონში ყველაზე დიდი მაჩვენებელია. მხოლოდ 6 ქვეყანაში დაფიქსირდა საქართველოზე უფრო მაღალი პროცენტულობა. მათ შორის მოროკო და ფიჯი, რომლებიც პირველ ადგილს ინაწილებენ (94%).*კვლევა ჩატარდა 2014 წელს. ჯამში გლობალურად გამოიკითხა 62,398 რესპონდენტი. კვლევა ჩატარდა პირისპირ გამოკითხვით (30 ქვეყანაში; N=32,258) და სატელეფონო გამოკითხვით (12 ქვეყანაში; n=9,784) ან ონლაინ გამოკითხვით (22 ქვეყანაში; n=20,356). ცდომილება არ აღემატება 4.45%-ს.**წყარო
დღეს, 20 იანვარს, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება. “ეისითი” დაინტერესდა, მოსახლეობის აზრით, რა გავლენას იქონიებს საქართველოზე ამერიკის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მმართველობა.
როგორც აღმოჩნდა, უმრავლესობას ამ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრება არ გააჩნია, თუმცა თბილისის მოსახლეობის თანაბარი ნაწილი ფიქრობს რომ ტრამპს პოზიტიური (12%) ან ნეგატიური (13%) გავლენა ექნება საქართველოზე.
*გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 იანვარში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.
თბილისში ახალი წლისთვის მზადება უკვე შეიმჩნევა. "ეისითი" დაინტერესდა როგორ და სად აპირებენ ახალი წლის შეხვედრას თბილისელები.
აღმოჩნდა, რომ 10-დან 8 თბილისის მაცხოვრებელი (84%) ახალ წელს სახლში ხვდება და უმრავლესობა (81%) ახალი წლის ღამის გატარებასაც სახლში გეგმავს. ახალი წლის ღამეს სტუმრად წასვლას თბილისელების 7% აპირებს.
თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 2% აპირებს, რომ ახალი წელს რესტორანში შეხვდეს, ხოლო 1% ბაკურიანში ან გუდაურში მიდის დღესასწაულის აღსანიშნავად. 6%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია სად შეხვდება 2017 წელს.
იმ თბილისელების 91%, ვინც საახალწლოდ სახლში დარჩენას გეგმავს, 31 დეკემბრის ღამეს ტელევიზორის ყურებას აპირებს.
*გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2016 წლის ნოემბერში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.