/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow
ციფრული მედიის მონიტორინგი
ციფრული მედიის მონიტორინგი

დღესდღეობით, ბიზნესების უმრავლესობა აქტიურად იყენებს ციფრულ მარკეტინგს და სხვადასხვა სოციალურ პლატფორმას. ასევე აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში მომხმარებლებიც, რომლებიც ერთვებიან დისკუსიებში, აკეთებენ შეფასებებსა და კომენტარებს ბრენდებზე, მომსახურების ხარისხსა თუ პროდუქტებზე. სწორედ ამიტომ, წარმატებული სტრატეგიის დაგეგმვისთვის აუცილებელია ციფრული მედიის მუდმივი მონიტორინგი.

ციფრული მედიის მონიტორინგს ეისითი რეალურ დროში ახორციელებს. რომლის დროსაც ხდება ბრენდის, კომპანიის, პროდუქტისა და კონკურენტების ხსენებისას კონტექსტის სრული გაანალიზება, პოზიტიური თუ ნეგატიური ტონის ზუსტი განსაზღვრა. შესაბამისად, კომპანიის წარმომადგენლებს აღარ სჭირდებათ თავად გაეცნონ უსასრულო ტექსტებს, ბლოგებს, პოსტებს, კომენტარებსა თუ შეფასებებს. მონიტორინგის შედეგების ვიზუალიზაცია მარტივად და სწრაფად ცხადყოფს თუ რას ფიქრობენ ინტერნეტ მომხმარებლები ბრენდსა და მის კონკურენტებზე.


ციფრული მედიის მონიტორინგის გამოყენებით შეძლებთ:



მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას - არ გამოგრჩებათ თქვენი ბრენდის/ კომპანიის/პროდუქტის არცერთი საჯარო ხსენება. შედეგად, გექნებათ შესაძლებლობა დაგეგმოთ შესაბამისი კომუნიკაცია და მოახდინოთ დროული რეაგირება ნებისმიერ უკმაყოფილებაზე



რეპუტაციისა და კრიზისული სიტუაციის მართვა - შეძლებთ ნეგატიური განწყობების აღმოჩენას იქამდე, ვიდრე ეს რეპუტაციისთვის ზიანის მომტანი გახდება









თქვენს სფეროში მიმდინარე პროცესების უკეთ შესწავლა - მონიტორინგით შესაძლებელია კონკურენტებთან დაკავშირებული განწყობების, სიახლეების, შეფასებების კონტროლი



საკომუნიკაციო კამპანიების ეფექტის შეფასება - რეალურ დროში იღებთ ინფორმაციას განხორციელებული კამპანიის ეფექტიანობაზე და აღმოაჩენთ თუ რა განწყობებს აღძრავს ის მომხმარებელში კომპანიის ან კონკურენტების მიმართ თქვენს ან თქვენი კონკურენტების მიმართ.



პროდუქტი