/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow
თანამშრომელთა კვლევა
თანამშრომელთა კვლევა

ჯანსაღი ორგანიზაციული გარემო ბიზნესის წარმატებისა და ზრდის გარანტიაა. კმაყოფილი და მოტივირებული თანამშრომლები დიდ როლს თამაშობენ საუკეთესო ბიზნეს შედეგების მიღწევაში. ამიტომ, გაყიდვებისა და მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებასთან ერთად, კომპანიებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზაციისა და თანამშრომელთა განვითარებაზე ზრუნვა.


ეისითის აქვს თანამშრომელთა კვლევის მრავალწლიანი გამოცდილება, ფლობს აპრობირებულ მეთოდოლოგიას და სთავაზობს ორგანიზაციებს ეფექტიანობის გაზრდისთვის აუცილებელი სურათის ხედვას.


თანამშრომლების კვლევა მნიშვნელოვანი და აქტუალურია, როდესაც:



გსურთ გეჭიროთ პულსზე ხელი და ნათლად ხედავდეთ თანამშრომელთა განწყობებს, პერიოდული კვლევა მოგცემთ საშუალებას მოახდინოთ თანამშრომელთა კმაყოფილების, ლოიალობის, ინფორმირებულობის, მოტივაციის დონის რეგულარული მონიტორინგი



კომპანიას აქვს გარდამავალი/კრიზისული პერიოდი, ინერგება მნიშვნელოვანი ცვლილებები და სიახლეები, კომპანია არის შერწყმის ან გაყოფის პროცესში. თანამშრომელთა კვლევა საშუალებას მოგცემთ გამოავლინოთ მათი განწყობები და დაგეგმოთ შედეგებზე, ინფორმაციაზე დაფუძნებული ცვლილებების სტრატეგია.









კადრების გადინება ჩვეულებრივზე უფრო ინტენსიურია. ეისითი უზრუნველყოფს თანამშრომელთა უკმაყოფილებისა და კომპანიაში მუშაობის ბარიერების შესწავლას. შესაბამისად, კომპანიიდან წასვლის ძირითადი მოტივატორების განსაზღვრას.



კომპანიაში იგეგმება ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიის შემუშავება და საჭიროა სამუშაო გარემოს, პროცესების, კოლეგებთან ურთიერთობების შეფასება - ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება









კომპანია იმყოფება ტრანსფორმაციის, ღირებულებებისა და ძირითადი სტრატეგიული ხედვის ფორმირების ფაზაში. კვლევა შეაფასებს თანამშრომლების ღირებულებათა სისტემის თანხვედრას კომპანიის ახალ ხედვასთან







 

პროდუქტი