/>
Logo
Expertise Image

OD & CAPABILITY /

CAPACITY BUILDING

OD & Capability/Capacity building

რას ვაკეთებთ?

გვჯერა, რომ თანამედროვე რეალობაში მხოლოდ ის ორგანიზაცია გადარჩება და გაიზრდება, რომელიც განვითარებას უწყვეტ პროცესად აქცევს.

თანამედროვე, ცვალებად გარემოში, კომპანიებში არსებული სისტემები სწრაფად ძველდება და ვეღარ უპასუხებს შიდა თუ გარე გამოწვევებს.

ჩვენმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ხშირად, არსებულმა ორგანიზაციულმა სისტემებმა შეიძლება თანამშრომლების განვითარება შეაფერხონ და არ მისცეს მათ საშუალება, საკუთარი პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენონ. მაგალითად, სისტემა შესაძლოა ნაკლებად მამოტივირებელი და განმავითარებელი იყოს.

ცალკეულ შემთხვევებში პირიქით ხდება, კომპანიაში საკმაოდ კარგი სისტემებია (მაგალითად, საკომპენსაციო სისტემა), ტარდება გარკვეული ტრენინგებიც, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც არ იყოს ეფექტიანი და არ იძლეოდეს განვითარების მუხტსა და არ იწვევდეს თანამშრომლების კმაყოფილებას.

ამის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა რამ იყოს - თანამშრომელი შესაბამის როლში/ პოზიციაზე არ იყოს, ორგანიზაციული კულტურის ფასეულობებისა და Mindset-ის მქონე ან უბრალოდ, სათანადოდ ინფორმირებული არ იყოს, ასევე, არ არსებობდეს გამართული ორგანიზაციული სისტემები.


კომპანიებში არსებული სისტემები გადასახედია ან/და ცვლილებებს საჭიროებს თუ ორგანიზაციას ქვემოთ ჩამოთვლილიდან მინიმუმ ორი მაინც ახასიათებს:

  • თანამშრომლების გადინების მაჩვენებელი მაღალია (Turnover Rate), გართულებულია ახალი გუნდის წევრების მოძიება და მათი შენარჩუნება;
  • თანამშრომელთა შორის კომუნიკაცია არ არის გამჭვირვალე, არ არიან სათანადოდ და თანაბრად ინფორმირებულნი კომპანიაში მიმდინარე მოვლენებსა და სამომავლო გეგმებზე. ორგანიზაციის წარმომადგენლებს აქვთ იზოლაციური მენტალობა (Silo Mentality);
  • თანამშრომელთა მოტივაცია, პროდუქტიულობა და ეფექტიანობა დაბალია, უკმაყოფილება კი - მაღალი (მათი ენერგია არაპროდუქტიულად იხარჯება - ხშირია უთანხმოებები, კონკურენცია, კონფლიქტები). ორგანიზაციაში თანამშრომლის გამოცდილება ნეგატიურია (Employee Experience);
  • არ ხდება ახალი იდეების ინიიცირება ან პასუხისმგებლობის აღება არსებულის განხორციელებაზე („გაჭედილი“ პროექტები) (FOMO);
  • გადაწყვეტილების მიღების პროცესი შეფერხებული და დროში გაწელილია;
  • არ ხდება ცოდნის გაზიარება და გადაცემა, მენტორობას ყველა გაურბის (Mentorship);
  • ორგანიზაციული სისტემები რთულად სამართავია. არ არის ციფრული პლატფორმები, ადამიანების მენეჯმენტის პროცესები კი რთული და კომპლექსურია;
  • თანამშრომლების უნარებსა და ორგანიზაციის მოთხოვნებს შორის სხვაობა (Skills GAP);
  • თანამშრომლების ჩართულობის სიმცირე, ჩართულობის მაჩვენებლის შემცირება და გაცდენის მაჩვენებლის ზრდა (Absenteeism Rate);
  • ზოგადად კომპანიის წარმატების ინდიკატორები დაბალია (KPI-ის შესრულების მაჩვენებელი, ROI, კლიენტებისა და თანამშრომელთა კმაყოფილება, მომგებიანობა და ზრდა).


როგორ ვმუშაობთ?

ჩვენთვის ადამიანებისა და ორგანიზაციული განვითარება ერთიანი სისტემაა და ის კომპანიის ხედვის, მათი ამბიციის, სტრატეგიული მიზნებისა და კომპანიის ფასეულობების კონტექსტში განიხილება.

გვჯერა, რომ თითოეული ორგანიზაცია განსხვავებული და უნიკალურია (Unique Organization) შესაბამისად, პირველ ეტაპზე მენეჯმენტ გუნდთან ერთად, სწორედ ამ საკითხების გადააზრება მიგვაჩნია მნიშვნელოვნად. ეს ძირითადად სამაგიდო კვლევის (Desk Research), გამარტივებული ვორქშოფისა და სამუშაო შეხვედრების ფორმატით ხორციელდება. გარდა ამისა, საკითხის უფრო ღრმად შესწავლის მიზნით, ACT-ის გუნდი აკეთებს HR აუდიტს (შინაგანაწესის, HR პოლიტიკის დოკუმენტების, პროცესების, ორგანიზაციული სტრუქტურის, სამუშაო აღწერილობებისა და შიდა რეგულაციების ანალიზს).

ვორქშოფებზე ჩვენი მიდგომა ჰოლისტურია (Holistic Approach), რაც გულისხმობს პროექტში რამდენიმე განსხვავებული კომპეტენციის პროფესიონალის ჩართვასა და პრობლემის სხვადასხვა კუთხით ანალიზს. ჩვენი გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები კი მონაცემების ანალიზზეა დაფუძნებული (Data-Driven Decision-Making (DDDM)).


როგორ ვეხმარებით კლიენტებს

ჩვენი გუნდი