/>
Logo
Expertise Image

კომპენსაციების და წახალისების სისტემები

კომპენსაციების და წახალისების სისტემები

ცხადია, რომ სამოტივაციო სისტემა საკმაოდ კომპლექსური საკითხია და მხოლოდ სახელფასო და საკომპენსაციო პოლიტიკით არ განისაზღვრება. ჩვენი გამოცდილებით, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რისი წახალისება გვინდა ორგანიზაციაში. მაგალითად, თუ გვინდა განსაკუთრებული ინოვაციური კულტურა, მაგრამ არ გვაქვს ამის ბიუჯეტი და არც ახალი ინოვაციური იდეების წახალისება ხდება, თავისთავად მხოლოდ დეკლარირება შედეგის მომტანი ვერ იქნება.

კომპანიებში წლიდან წლამდე, კვარტლიდან კვარტლამდეც კი, შესაძლოა სხვადასხვა კომპეტენციის, ქცევის წახალისება იყოს აქტუალური და ერთხელ შექმნილი საკომპენსაციო და სამოტივაციო სისტემა, თუ ის არ ითვალისწინებს ასეთ ფაქტორებს, არ იქნება ეფექტური.


ჩვენი დაკვირვებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოლოდინის სწორად განსაზღვრა, ის თუ რა იქნება საუკეთესო შედეგი ყველასთვის. ამისთვის აქტიურად ვიყენებთ ფასილიტაციური ვორქშოფების ფორმატს, რომელშიც მენეჯმენტის გუნდის წევრები განიხილავენ კონკრეტულ მოსაზრებებს და თანხმდებიან საკომპენსაციო სისტემის მთავარ ინდიკატორებზე.

ჩვენი გამოცდილებით, მხოლოდ ისეთი საკომპენსაციო სქემებია ეფექტური, რომლებიც არის ცხადი, გაზომვადი, რეალისტური (ფინანსურად შესაძლებელი), პროგნოზირებადი, კონკრეტულ როლებთან / პოზიციებთან და სტრატეგიულ მიზნებთან თანხვედრაში. სწორედ ასეთი სისტემების დანერგვაში ვეხმარებით ორგანიზაციებს.

წახალისების სისტემის ანალიზი

პირველი ეტაპი არსებული სისტემების ანალიზი და მათი დეტალური შესწავლაა, რომლებიც მოიცავენ, როგორც სამაგიდო კვლევას (Desk Research), ასევე მენეჯერულ და არამენეჯერულ პირებთან სიღრმისეული ინტერვიუების ჩატარებას. ანალიზის შედეგად მზადდება შესაბამისი ანგარიში, რომლის წარედგინება მენეჯმენტს. თუ ორგანიზაციას არ აქვს წახალისების სისტემა, მაშინ ინტერვიუ ხორციელდება მენეჯმენტთან და კომპანიის წარმომადგენელთან, რათა მოხდეს კომპანიაზე მორგებული შეფასების წახალისების სისტემის იდენტიფიცირება და წარდგენა.

საქმიანობის შეფასების სისტემა

შეფასების სისტემების დანერგვისას, საქმიანობის შეფასების ფართო ჩამონათვალით ვხელმძღვანელობთ, მათ შორის არის 360-გრადუსიანი შეფასება, MBO (MBO (Management by objective), Peer Evaluation და Competency-Based Evaluations. ორგანიზაციაზე მორგებული შეფასების სისტემა ისაზღვრება ანალიზის ეტაპზე იდენტიფიცირებულ საჭიროებებზე დაყრდნობით. საქმიანობის შეფასების სისტემა მოიცავს პოლიტიკის დოკუმენტის, შეფასების ბარათებისა და საჭიროების შემთხვევაში ჩექლისტების (Checklist) მომზადებას, ჩართულ მხარესთან ინტენსიურ მუშაობასა და მათ მხარდაჭერას.

გრეიდების სისტემა

ორგანიზაციებს ვთავაზობთ გრეიდების სისტემის განვითარების გზით სამართლიანი ანაზღაურების სისტემის ჩამოყალიბებას.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული გრეიდების სისტემა და მათი კომპონენტები მორგებულია ორგანიზაციის საჭიროებებსა და ძირითად კომპეტენციებზე. სისტემის დანერგვა მოიცავს თითოეული პოზიციის ერთიან სისტემაში მოქცევას და ანაზღაურების ჩარჩოს ჩამოყალიბებას.

სისტემის დანერგვის ეტაპზე ასევე მზადდება შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტი და მიმდინარეობს ინტენსიური შეხვედრები კომპანიის წარმომადგენლებთან.



როგორ ვეხმარებით კლიენტებს