![Expertise Image](/storage/app/media/Our%20Expertise/%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90.png)
ორგანიზაციული განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი თავად კომპანიის სტრუქტურა, არასწორად გადანაწილებული როლები და პასუხისმგებლობებია.
შესაძლოა, ორგანიზაციული მოწყობა არ პასუხობდეს კომპანიის სტრატეგიას, მიზნებსა და ფასეულობებს, რის შედეგადაც ვიღებთ ბიუროკრატიულ პროცესებს, დროში გაწელილ გადაწყვეტილებებსა და თანამშრომლების არაეფექტურობას.
ჩვენი უნიკალურობა მდგომარეობს ორგანიზაციული დიაგნოსტირებისას ჰოლისტურ მიდგომაში (Holistic Approach) და პრობლემის ანალიზის ეტაპზე სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალის ჩართულობაში, რაც უზრუნველყოფს ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევების რამდენიმე რაკურსით, ჭრილით შეფასებას. გუნდის წევრები არიან: სტრატეგიის, პროცესებისა და OD მიმართულების პროფესიონალები.
დიზაინის ეტაპზე ორგანიზაციის GAP ანალიზი და არსებული მთავარი პროცესის AS IS ანალიზი ხორციელდება. ამავე ეტაპზე ხდება ორგანიზაციის სტრატეგიის ანალიზი და მზადდება ანგარიში, რომლის წარედგინება ორგანიზაციის მენეჯმენტს.
ორგანიზაციული სტრუქტურის მომზადება გულისხმობს აქტიურ სამუშაო შეხვედრებს ორგანიზაციის მენეჯმენტთან და შესაძლოა მიმართულების წარმომადგენელთან. პირველ ეტაპზე ორგანიზაციულ მოწყობაზე მუშაობა საკმაოდ საფრთხილო პროცესია და შესაბამისად თავდაპირველი განხილვები მცირე ჯგუფებში ხდება. ორგანიზაციული სტრუქტურის სამუშაო ვერსიის ჩამოყალიბების შემდგომ კი გუნდი ნელ-ნელა ფართოვდება, პროცესში ორგანიზაციის მენეჯმენტი და ყველა ჩართული მხარე მონაწილეობს.
ორგანიზაციის სტრუქტურის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბების შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, იქმნება გარდამავალი გეგმა, რათა ორგანიზაციამ მარტივად შეძლოს ახალ ორგანიზაციულ მოწყობაზე გადასვლა და ცვლილებების განხორციელება. ორგანიზაციული სტრუქტურის მომზადების პარალელურად იქმნება სტრუქტურული ერთეულების მიზნებისა და ამოცანების აღწერილობა, ყალიბდება თითოეული უნიკალური სამუშაო აღწერა.