/>
Logo
Expertise Image

HR სტრატეგია

HR სტრატეგია

კომპანიის ზრდისა და განვითარების გზაზე ორგანიზაციის გლობალური სტრატეგიისა და HR სტრატეგიის შესაბამისობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ნათელი, მკაფიო და თანმიმდევრული HR სტრატეგია, რომელიც ორგანიზაციის გუნდის წევრებს ეხმარება:

  • გაიაზრონ ორგანიზაციის ძირითადი ბიზნესმიზნები (KBO);
  • გააცნობიერონ ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევები;
  • ნათლად დაინახონ საკუთარი წარმატების მაჩვენებელი (KPI), როლი და ადგილი ამ პროცესში;
  • კომპანიის ხედვა და მისია მიიტანონ თითოეულ გუნდის წევრამდე, წაახალისონ ორგანიზაციის მიმართ მნიშვნელოვანი ქცევისთვის;
  • გაზარდონ გუნდის წევრების პროდუქტიულობა და ეფექტურობა.


ჩვენ გთავაზობთ:

  • HR პროცესებისა და სისტემების დიაგნოსტიკა და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა

გვჯერა, რომ თითოეული ორგანიზაცია უნიკალურია (Unique Organization), იქ მიმდინარე პროცესები და სისტემები კი დეტალურ ანალიზს საჭიროებს.

შესაბამისად, პირველ ეტაპზე გთავაზობთ ორგანიზაციაში არსებული სტრატეგიის, HR სისტემების, პოლიტიკის დოკუმენტების, შინაგანაწესისა და ორგანიზაციის სტრუქტურის ანალიზს სამაგიდო კვლევისა (Desk Research) და სამუშაო შეხვედრების დახმარებით.

ყოვლისმომცველი, მონაცემებზე დაფუძნებული დეტალური ანგარიშის მომზადებას, რომელიც მოცემული იქნება რეკომენდაცია- მიმართულების ფარგლებში, განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ.

ეტაპი ასევე მოიცავს ორგანიზაციის მენეჯმენტთან ჯამური რეკომენდაციების წარდგენასა და სამომავლო გეგმებზე შეთანხმებას.

სამუშაო შეხვედრების ფორმატის დახმარებით HR პოლიტიკისა და სტრატეგიის შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება, რომელიც დაკავშირებული იქნება ორგანიზაციის გლობალურ სტრატეგიასთან. შეხვედრების განმავლობაში განისაზღვრება ან/და გადაიხედება ორგანიზაციის ფასეულობები.

მეტი სიცხადისა და დეტალიზებისთვის სამოქმედო გეგმაში თითოეული ეტაპის წარმატების ინდიკატორებისა (KPI) და ჩართული მხარეების იდენტიფიცირება.

1.2. სტრატეგიის შესაბამისი HR პოლიტიკის დოკუმენტები და HR მეტრიკები

ერთობლივად შეთანხმებული HR სტრატეგიის ორგანიზაციაში არსებული HR პოლიტიკის დოკუმენტებში დეტალური ასახვა.

ამასთანავე, ორგანიზაციის ფასეულობების კომპონენტების გათვალისწინება თანამშრომლის გამოცდილებასა (Employee Experience) და სრულ ციკლში (Employee Life-Cycle), მათ შორის, მოზიდვის პროცესის ფასეულობებზე დაფუძნებით, საქმიანობის შეფასების სისტემის, განვითარების პროგრამების, სამოტივაციო სისტემების ცვლილება და ორგანიზაციულ ღონისძიებებში მათი გათვალისწინება.

დაგეგმილი ნაბიჯების ეფექტურობის შეფასების მიზნით, მნიშვნელოვანია კომპანიაში არსებული მონაცემების თავმოყრა იმ ფორმით, რომელიც საერთო სურათს ნათელს ხდის. აღნიშნულ ეტაპზე ვეხმარებით კომპანიებს HR ანალიტიკის გამართული სისტემის ჩამოყალიბებასა და კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე სწორი ინდიკატორების მოძიებაში.


მეტრიკები შესაძლოა მოიცავდეს:

  • (ახალი) თანამშრომელთა გადინების კოეფიციენტი და მიზეზები;
  • მოზიდვაზე დახარჯული დრო (time to hire) და რესურსი (cost of hire);
  • ცალკეული თანამშრომლის განვითარებაზე მიმართული ინვესტიცია (Learning & Development ROI);
  • თანამშრომელთა ჩართულობის კოეფიციენტი;
  • თანამშრომლის გამოცდილების ინდექსი (EX Index);
  • დასაქმების ეფექტურობის მაჩვენებელი (Quality of Hire);
  • კომპენსაციების სისტემების ეფექტურობა (Bonus Distribution, Pay Equity);
  • თანამშრომლების რაოდენობის პროცენტული ზრდა ან შემცირება კონკრეტულ პერიოდში (Workforce Growth Rate);
  • თანამშრომელთა კმაყოფილების მაჩვენებლები და სხვა.


თითოეული ორგანიზაციისთვის HR მეტრიკების ჩამონათვალი ორგანიზაციის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე ისაზღვრება. არსებული ჩამონათვალი მცირეა და არ ასახავს კომპანიისთვის შეთავაზებულ მეტრიკებს.



როგორ ვეხმარებით კლიენტებს